არსებული ინფორმაციით, მარნეულში კორპუსის აივანი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

მარნეულში საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულია ერთი ორსული ქალი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

























