უკრაინელმა დამცველებმა სლავიანსკის მიმართულებით მტრის შეტევები მოიგერიეს

სლავიანსკის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა დოლინას, კურულკასა და მაზანოვკას დასახლებების ტერიტორიებზე მტრის შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, დონეცკის მიმართულებით მტერი სამხრეთიდან ცდილობს ლისიჩანსკის ბლოკირებას და თავდასხმის მოქმედებების მხარდასაჭერად გააძლიერა საარტილერიო ჯგუფი.

"სლავიანსკის მიმართულებით რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ნოვაია დმიტროვკას, დიბროვნოეს, ვერნოპოლიეს, ბოლშაია კამიშევახას, დოლინას და როდნოეს დასახლებებს. ჩვენმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმები დოლინას, კურულკასა და მაზანოვკას რაიონებში,“- აცხადებენ გენერალურ შტაბში.

მათივე ცნობით, რუსებმა ლოსკუტოვკას, ვერხნეკამენკასა და ლისიჩანსკის რაიონებში სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. „რაშისტებმა ავიაიერიში ვოლჩეიაროვკასთან ახლოს განხორციელეს. შეტევითი ოპერაციების მხარდასაჭერად ოკუპანტებმა საარტილერიო დაჯგუფება გააძლიერეს,“- აცხადებენ გენშტაბში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს