ოლაფ შოლცი - “დიდი შვიდეულის“ ლიდერები გლობალური ეკონომიკური კრიზისით შეშფოთებულები არიან

“დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეშფოთებულები არიან მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისით, რადგან ზრდა შენელებულია და ინფლაცია იზრდება, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა “დიდი შვიდეულის“ გერმანიაში მიმდინარე სამიტზე განაცხადა.

„ყველა წევრი შეშფოთებულია იმ გლობალური კრიზისით, რომელსაც ვუპირისპირდებით - ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაცემა, ინფლაციის ზრდა, ნედლეულის დეფიციტი, მიწოდების შეფერხება - ეს არ არის პატარა გამოწვევები“, - აღნიშნა შოლცმა.

შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ სამდღიანი სამიტი გუშინ გერმანიაში, ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში გაიხსნა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის