„თელასი ჯორჯიანსი” საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონი მეოთხედ გახდა

საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის 2021-2022 სეზონის ჩემპიონატი „თელასი ჯორჯიანსის” გამარჯვებით დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „თელასი ჯორჯიანსის” ფეხბურთელები ჩემპიონატის გამარჯვებულები უკვე მეოთხედ გახდნენ და უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ.

ამასთან ერთად, პირველად საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში, ჩემპიონის ტიტულთან ერთად, „თელასი ჯორჯიანსი” ფუტსალის თასის მფლობელიც გახდა. გუნდის წევრებმა ჩემპიონატის რამდენიმე ნომინაციაშიც გაიმარჯვეს: საუკეთესო მცველი - შოთა თოფურია, საუკეთესო თავდამსხმელი - დავით ხეჩიკაშვილი, საუკეთესო მოთამაშე - ვახტანგ კეკელია.

„საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი 23 ივნისს დასრულდა. ფინალში „თელასი ჯორჯიანსის” ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:1 გუნდი „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ დაამარცხეს.

ჩემპიონატი ორ ეტაპად ჩატარდა და მასში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 10 გუნდი მონაწილეობდა.

საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის გამარჯვებული ავტომატურად უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვდება. ივლისის დასაწყისში უეფა კენჭისყრას ჩაატარებს, სადაც „თელასი ჯორჯიანსის” სავარაუდო მეტოქე გაირკვევა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში