გუბერნატორი - მტერი თავს ესხმის ლისიჩანსკს, ზარალი დიდია

რუსული ძალები თავს ესხმიან ლისიჩანსკს პოპასნაიის მიმართულებიდან, ქალაქში უამრავი დანგრეული საცხოვრებელი სახლი და ინფრასტრუქტურული ობიექტია, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი იუწყება.

მისი თქმით, ლისიჩანსკში, ვოლჩეაროვკაში, ლოსკუტოვკასა და ვერხნეკამენკაში რუსები აგრძელებენ საცხოვრებელი, სამრეწველო და ადმინისტრაციული ობიექტების განადგურებას.

„26 ივნისს ოკუპანტების ავიაციამ საჰაერო დარტყმები განახორციელა ლისიჩანსკსა და ვოლჩეიაროვკაზე. ვოლჩეაროვკაში ბრძოლები მიმდინარეობს. რუსებმა ვერხნეკამენკას რაიონში შეტევა სცადეს, მაგრამ ისინი აიძულეს, უკან დაეხიათ. ლისიჩანსკში ზარალი დიდია. რუსებმა წმიდა მიტროფანოვსკის ტაძრისა და წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ტაძრის შენობებს ცეცხლი გაუხსნეს“, - წერს გაიდაი.

მისი თქმით, ლისიჩანსკში ბოლოს განხორციელებული თავდასხმის დროს სულ მცირე ხუთი მაღალსართულიანი კორპუსი დაინგრა, მათგან ერთში ერთდროულად 10 ბინა დაიწვა. ერთ-ერთ ქუჩაზე კი ექვსი კერძო სახლი დაინგრა.

„ისინი ცდილობენ ქალაქის ბლოკირებას სამხრეთიდან, ამავდროულად ანადგურებენ ყველაფერს. ლისიჩანსკის მიმართულებით თავდაცვას ვინარჩუნებთ“, - აღნიშნა ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს