სოფელ ჩარგლის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე კი მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სოფელ ჩარგალში მისასვლელ (ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმი) საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ამასთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ22-კმ35 მონაკვეთზე, მეწყრულ ადგილებში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია ცალმხრივად.

უხვი ნალექის შედეგად, ამავე საავტომობილო გზის კმ43 და კმ45 მონაკვეთებში, ადიდებულმა მდინარე არაგვმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, ჟინვალი-ბარისახო-შატილის კმ43-კმ50 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა