დავით არახამია - იმედი უნდა გავუცრუო ყველას, ვინც გადაწყვიტა უკრაინელების სიკვდილზე ფული გამოიმუშაოს - ეს არ მოხდება და ბატონი ივანიშვილი პირველი უნდა მოემზადოს

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი ობიექტური ინფორმაცია გაჩნდა, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. ამის შესახებ განცხადება მან „ტელეგრამის“ არხზე გაავრცელა.

არახამიას თქმით, მალე ხელმისაწვდომი გახდება მონაცემები საქართველოდან ბევრი სახელისუფლებო დეპუტატისა და მინისტრის საზღვარგარეთ ტრანზაქციებისა და ანგარიშების შესახებ. მისივე მტკიცებით, ასევე ცნობილი გახდება ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული იმაში, რომ დაეხმაროს ტერორიზმის სპონსორ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ჩვენი დელეგაციის სამუშაოს ცალკე ნაწილი იყო ჩვენი მოკავშირეების ინფორმირება იმ სქემების შესახებ, რომლითაც რუსეთი სარგებლობს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.

ერთ-ერთი ასეთი არის ქართლი იურისდიქციის გამოყენება. საქართველოს ხელისუფლება ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში. როდესაც ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა აშშ-ისთვის, მოვისმინეთ ბევრი სიტყვა სხვადსახვა ქართველი მაღალჩინოსნისგან, რომ თითქოსდა ეს სიმართლე არ არის.

მაგრამ დროთა განმავლობაში გაჩნდა სულ უფრო მეტი ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ჩემს სიტყვებს ამტკიცებს.

მალე ხელმისაწვდომი გაცდება მონაცემები საქართველოდან ბევრი სახელისუფლებო დეპუტატისა და მინისტრის საზღვარგარეთ ტრანზაქციებისა და ანგარიშების შესახებ. და რა თქმა უნდა ბატონი ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული იმაში, რომ დაეხმაროს ტერორიზმის სპონსორ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში.

მაგრამ მინდა იმედი გავუცრუო ყველას, ვინც გადაწყვიტა უკრაინელების სიკვდილზე ფული გამოიმუშაოს. არ იქნება და ბატონი ივანიშვილი პირველი უნდა მოემზადოს. მალე ავფრინდებით და ეს ტურისტული მოგზაურობა არ იქნება“, - განაცხადა არახამიამ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა