ლევან დავითაშვილი დავით არახამიას განცხადებაზე - ბრალდებები არანაირი ფაქტებით არ არის გამყარებული, ეს არის უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან

ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართველი მაღალჩინოსნების მიერ საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ დავით არახამიას განცხადებას „ცრუს და არასერიოზულს უწოდებს“.

მისი თქმით, არახამიას ბრალდებები ფაქტებით არაა გამყარებული და ეს არის „შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს სახელმწიფო საქმეებში“.

„რაც შეეხება ბატონი არახამიას ცრუ ბრალდებებს, რაც არაერთხელ მოგვისმენია, აქამდე ყველა ეს განცხადება იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, რომელთაც არანაირი ფაქტები არ ამყარებს. დღესაც მოვისმინეთ მხოლოდ საუბარი ბრალდებებზე და ეს არ არის ფაქტებით გამყარებული. როდესაც ნებისმიერი ადამიანი სხვას ბრალს სდებს, ეს უნდა იყოს ფაქტებით გამყარებული. ამასთან, ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს სახელმწიფო საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რაც, ვფიქრობ, თითოეული მოქალაქისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ადამიანი შესაძლოა ეთნიკურად ქართული იყოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი ობიექტური ინფორმაცია გაჩნდა, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. ამის შესახებ განცხადება მან „ტელეგრამის“ არხზე გაავრცელა.

არახამიას თქმით, მალე ხელმისაწვდომი გახდება მონაცემები საქართველოდან ბევრი სახელისუფლებო დეპუტატისა და მინისტრის საზღვარგარეთ ტრანზაქციებისა და ანგარიშების შესახებ. მისივე მტკიცებით, ასევე ცნობილი გახდება ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული იმაში, რომ დაეხმაროს ტერორიზმის სპონსორ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა