დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე

დომუსი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ბუნებასთან ახლოს, ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას იწყებს.

დომუსი გაზაფხული, - ეს არის ადგილი, სადაც ოთხივე სეზონზე შესაძლებელია, იცხოვრო გაზაფხულის შეგრძნებით. კომპანიის ახალი პროექტი, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, საბურთალოზე, ყველაზე მშვიდ და გამწვანებულ ლოკაციაზე, გაზაფხულის ქუჩაზე მდებარეობს.

22 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი 2 სადარბაზოსგან შედგება, სადაც 230 ბინაა წარმოდგენილი. 3 სართული ეთმობა მიწისქვეშა პარკინგს, რომელიც 300-მდე ავტომობილისთვის არის გათვალისწინებული. პროექტი განსაკუთრებით, მომხიბვლელია რეკრეაციული სივრცით, რომელიც 4000 კვ.მ. ფართობზეა გაშლილი და სხვადასხვა გასართობ, თუ მოსასვენებელ კუთხეს მოიცავს; ეზოში, ბავშვებისთვის შემოქმედებითი ბაღის მოწყობაც იგეგმება. პროექტში განხორციელებული ინვესტიცია, სრულად მიმართულია ეკოლოგიურად სუფთა და მყუდრო განაშენიანების შექმნაზე.

მნიშვნელოვანია, რომ გაყიდვების საწყის ეტაპზე, „დომუსი” მომხმარებლებს განსაკუთრებულ ფასსაც სთავაზობს, რომელიც მომდევნო თვეებში აღარ განმეორდება. ამასთან, შიდა, უპროცენტო, 30 თვიანი განვადება და ერთიან გადახდაზე დამატებითი ფასდაკლებებიც ძალაშია.

და რაც ყველაზე მომხიბვლელია, დომუსი ახალ პროექტს გაზაფხულივით მშვენიერ შეთავაზებასთან ერთად წარადგენს - პირველი 30 მყიდველი, 100 კვ.მ. და მეტი ფართის ბინის შეძენისას და მისი ღირებულების მინიმალური შენატანის - 30%-ის გადახდის შემთხვევაში, მალდივებზე 2 კაციანი საგზურით დასაჩუქრდება.

დომუსი, არის ბრენდი, რომელიც უძრავი ქონების სექტორში თავად აწესებს ხარისხის სტანდარტს და ნერგავს ინოვაციებს საქართველოს ბაზარზე. თუ ერთხელ მაინც გქონიათ შეხება დომუსის სახლთან, ერთი შეხედვაც საკმარისია უპირატესობების გამოსავლენად. დომუსის სახელის უკან, უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე, პროფესიონალები დგანან და მათი მთავარი მოტივაციაა, ადამიანებს მომავალ სახლში უზრუნველი და კომფორტული საცხოვრებელი გარემო დაახვედრონ.

რატომ „გაზაფხული“?.. გაზაფხული გამორჩეულად ლამაზი ქართული სიტყვაა, გაზაფხულს მოაქვს სიცოცხლე და იშლება ცხოვრების ახალი ფურცელი; გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ჩვენში იღვიძებს სიახლეების სურვილი და რაც მთავარია, დომუსის ახალი პროექტი, გაზაფხულის ქუჩაზე მდებარეობს. ვინაიდან, მალდივებზეც სულ მზე და სითბოა, გადავწყვიტეთ, რომ დომუსი გააფხულისსაცხოვრებელი კომპლექსის პირველი 30 მყიდველი 2 კაციანი საგზურით დავასაჩუქროთ. თქვენ დაისვენეთ, ჩვენ ავაშენებთ! გარდა ამისა, ჩვენი ურთიერთობა ბინის შეძენით მხოლოდ იწყება, წინ მრავალწლიანი ჰარმონიული თანაცხოვრება გველის,“ - აღნიშნავს დომუსის მარკეტინგის ხელმძღვანელი ტატიანა ქათამაძე.

დომუსი 2006 წლის 15 სექტემბერს დაარსდა. კომპანიის მისიაა შექმნას გარემო, სადაც თითოეული ადამიანი თავს ჰარმონიულად იგრძნობს. დომუსი გახსნის დღიდან ქმნის ინოვაციურ სამშენებლო პროექტებს, სადაც მომხმარებლის ყველა სურვილი და საჭიროებაა გათვალისწინებული. გამორჩეული არქიტექტურული იერსახე და ინტერიერი, ფუნქციონალურობა, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები დომუსის სამშენებლო პროექტების და მისი მობინადრეების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

დომუსი - სიცოცხლის ენერგიით და ადამიანის შთაგონებით შექმნილი არქიტექტურა.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს