ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორის განცხადებით, ბაღის ტერიტორიაზე დამატებითი სადრენაჟე სისტემა მოეწყობა

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორის ზვიად ქარჩავას განცხადებით, ბაღის ტერიტორიაზე დამატებითი სადრენაჟე სისტემა მოეწყობა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს.

„იცით, რომ გასულ კვირას უხვმა ნალექმა წყლის დაგროვება გამოიწვია. დაიტბორა ბოტანიკური ბაღის სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორია. იმ ტერიტორიაზე არ არის სადრენაჟო სისტემა განვითარებული. ამ ეტაპისთვის ეს პრობლემა მოგვარებულია, გუშინდელი წვიმს დროს არ იდგა წყალი. ორად ორი შემთხვევა იყო, როდესაც უხვი ნალექის დროს დადგა წყალი. ამჟამად მერიას შეთანხმებული ვართ, მიმდინარეობს მოლაპარაკება და დაგეგმილია, რომ მოეწყოს სადრენაჟო სისტემა იმ პრობლემურ ადგილებზე“, - განაცხადა ზვიად ქარჩავამ.

ცნობისთვის, გასულ კვირას ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში. დაიტბორა ბაღის გარკვეული ნაწილი, წაიქცა 7 მრავალწლოვანი ხე, დაზიანდა ბოტანიკური ბაღის ღობე.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია საკრებულოს სხდომაზე მიიწვიეს. მათი თქმით, ბოტანიკური ბაღის განადგურება მიზანმიმართულად მიმდინარეობს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა