კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, 27 ივნისს, ივანიშვილის ღარიბაშვილმა გააჟღერა რამდენიმე მესიჯი, რომელიც შეიძლება ორ ძირითად გზავნილად შემოგთავაზოთ:

  1. ქვეყანას აქვს არნახული ეკონომიკური ზრდა და წინსვლა ყველა მიმართულებით, 2012 წლის შემდეგ. აქვე, 2012 წელს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მოლდოვაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა 3 045 $-ს, ხოლო საქართველოში 4 421 $-ს. 2020 წელს, მოლდოვაში მშპ ერთ სულზე შეადგენდა 4 547 $-ს, ხოლო საქართველოში - 4 256 $-ს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მოლდოვამ 2020 წელს პირველად გაგვისწრო მთავარ ეკონომიკურ მაჩვენებლებში. აღარ ტყუვდება ჩვენი მოსახლეობა, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტით. განგებ მოვიყვანე მოლდოვას მაგალითი, რადგან ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ჩვენგან განსხვავებით, მოლდოვა განთავისუფლდა ოლიგარქისგან, ამიტომაც მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ახლა უსწრაფესი ტემპებით განავითარებს თავის ეკონომიკას.
  2. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დესტრუქციულ ძალებს არ მისცემს საშუალებას, შეაფერხონ ქვეყნის განვითარება. რომელ განვითარებაზეა საუბარი?! 2012 წლის შემდეგ გვაქვს სრული უკუსვლა, რეგრესი ყველა მიმართულებით: ეკონომიკა, დემოკრატიული ინსტიტუტები, სასამართლო, უსაფრთხოება, მიგრაცია - ქვეყანას აკარგვინებენ პერსპექტივას, ქვეყანას გვიკლავენ! საქართველოს მოსახლეობის 90 % ითხოვს ევროკავშირის წევრობას, ბიძინა ივანიშვილი კი რუსეთის ბრძანებებს ასრულებს და რუსეთისკენ მიდის. ღარიბაშვილი 20 და 24 ივნისს ქუჩაში გამოსულ ხალხს დესტრუქციულს უწოდებს - არცერთ ამ აქციაზე პარტიები არ ყოფილან წარმოდგენილი. „ოცნება“ ქართველი ხალხის 90%-ს და ყველა ევროპელ პოლიტიკოსს, ვისაც შეხება აქვს საქართველოსთან, დესტრუქციულ ძალას და ნაციონალებს უწოდებს.

ერთადერთი დესტრუქციული ძალა საქართველოში არის ოლიგარქი ივანიშვილი, თავისი ერთპიროვნული მართვის ინსტრუმენტით, რომელსაც ჰქვია „ოცნება“. ამ ინსტრუმენტმა ჩამოყვანა 3 წლის წინ, ზუსტად 20 ივნისს გავრილოვი, რაც პირდაპირ მოღალატეობრივი ქმედება იყო. „ოცნება“ ღალატის პარტიაა !

3 ივლისს, რუსთაველზე, ვაჩვენოთ ხალხის კონსტრუქციული, მშვიდობიანი ძალა დესტრუქციულ ოლიგარქს! - აცხადებს ოქრიაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო