დიმიტრი პესკოვი - ბრალდებები დეფოლტის შესახებ არამართლზომიერია

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი არ ეთანხმება ბრალდებებს იმის შესახებ, რომ რუსეთმა საგარეო ვალის მომსახურების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დეფოლტი განიცადა.

„ეს ბრალდებები დეფოლტის შესახებ აბსოლუტურად არამართლზომიერია, რადგან უცხოურ ვალუტაში გადახდა ჯერ კიდევ მაისში განხორციელდა და ის ფაქტი, რომ Euroclear-მა ეს თანხა დააკავა და მიმღებებთან ვერ მივიდა, ჩვენი პრობლემა აღარ არის. ამ შემთხვევაში, არ არსებობს საფუძველი, რომ ამ ვითარებას დეფოლტი ვუწოდოთ“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, გამოიცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთმა, 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს