„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ რიგით მეხუთე გათამაშება გაიმართა, სადაც გათამაშების 7 გამარჯვებულს სოლიდური პრიზები გადაეცათ. გასულ თვეებში გათამაშების 28 გამარჯვებული უკვე გამოვლინდა და გამარჯვებულებს კუთვნილი საჩუქრები გადაეცათ. სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტში“ საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება 7 იანვარს დაიწყო და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. „მაგნიტის“ მომხმარებლებს თვეში 7 პრიზიდან ერთ-ერთის მოგების შესაძლებლობა აქვთ.

მეხუთე გათამაშების სუპერ პრიზის 100 000 ლარის მფლობელი შმაგი გაბიცინაშვილია. შმაგი ოჯახთან ერთად ამბროლაურში ცხოვრობს და მისთვის უდიდესი სიხარული აღმოჩნდა ეს გამარჯვება.

„არც სამსახური გვაქვს მე და ჩემს მეუღლეს და არც სახლი. შესაბმისად ეს იყო ჩვენთვის უდიდესი სიხარული, რადგან შევძლებთ სახლი ავიშენოთ და ჩვენს შვილებს საკუთარი ჭერი ექნებათ. არასდროს დამავიწყდება ის წუთები. ბავშვები გვყავდა თოჯინების თეატრში და არც ველოდით რომ იმ დღს მაგნიტის გათამაშება იყო. სწორედ ამ დროს დამირეკეს და როცა წამყვანმა მითხრა, რომ 100 000 მოვიგე, სიხარულისგან ისეთი რეაქცია მქონდა, ყველას ყურადღება მივიქციე. ვერც გადმოვცემდი, ხალხი ჩერდებოდა მეკითხებოდა რა მოხდა. მადლობა „მაგნიტს“ ამ სიხარულისთვის და ბედნიერებისთვის რაც ჩემს ოჯახში დაატრიალა“, - შმაგი გაბიცინაშვილი.

პრიზის მოგების შესაძლებლობა აქვს სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ ყველა მომხმარებელს.

„მე მოვიგე7 დღიანი საგზური, გახარებული ვიყავი ძალიან და არ მეჯერა რომ გათამაშების გამარჯვებული გავხდი. ჩემს შვილებს გავუშებ აუცილებლად დასასვენებლად“.- ირაკლი მაისურიძე

იმისთვის, რომ გათამაშებაში ჩაერთოთ, სუპერმაკეტების ქსელ „მაგნიტში“ მინიმუმ 10 ლარი უნდა დახარჯოთ. თითოეული 10 ლარის შენაძენზე გათამაშების 1 ბილეთი გადმოგეცემათ. ბილეთი შედგება 2 ნაწილისგან. მცირე ზომის ნაწილი სრულად და გარკვევით შევასეთ და ჩააგდეთ „მაგნიტის“ ნებისმიერ ფილიალში განთავსებულ ყუთში, ბილეთის დიდი ზომის ნაწილი კი შეინახეთ.

„გათამაშებაც არ მახსოვდა თუ იყო იმ დღეს და მოულოდნელი იყო ზარიც. პირველი მოგება იყო ცხოვრებაში ჩემთვის და თან როცა iPhone 13 pro max გჩუქნიან, უდიდესი სიხარულია, მართლაც“, - ალექსანდრე ხუჭუა.

გათამაშება ყოველი თვის 7 რიცხვში, 18:30 საათზე ტელეკომპანია „ფორმულას“ და „მაგნიტის“ ფეიბუქის პირდაპირ ეთერში გაიმართება, სადაც კვლავ 7 გამარჯვებული გამოვლინდება. გათამაშება მიმდინარეობს დილურადან ბილეთების შემთხვევით ამოღების პრინციპით.

„სულ რამდენიმე ბილეთი მქონდა და არც ველოდი მოგებას, მაგრამ მე 1000 ლარიანი ვაუჩერი მფლობელი გავხდი. კი ვიცოდი, რომ თამაშდებოდა ეს პრიზები, მაგრამ თუ მე გავხდებოდი იღბლიანი მომხმარებელი არც მიფიქრია. ჩემს მოგებულ თანხას აუცილებლად გამოვიყენებ იმისთვის, რომ ვიყიდო რაც მინდა“, - ლიკა გელაშვილი.

კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტი მომხმარებლებზე ზრუნვაა. ეს გამოიხატება როგორც საუკეთესო შეთავაზებებით და მომსახურების ხარისხის მდგრადი განვითარებით, ასევე იმ ინოვაციური პროექტებით, რომელსაც „მაგნიტი“ მოსახლეობის წასახალისებლად ახორციელებს.

„მე მოვიგე PlayStation 5 ეს იყო, ჩვენთვის პირველი მოგება. ძალიან გაგვეხარდა მეც და ბავშვებსაც, დროს უფრო სასიამოვნოდ გავატარებთ“. -თეო როხვაძე

პრიზის მისაღებად, აუცილებელია მოგებიდან 30 დღის განმავლობაში, ბილეთის მფლობელმა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გამარჯვებული ბილეთის მეორე ნახევარი, ამის შემდეგ არაუგვიანეს 6 დღისა გამარჯვებულს კუთვნილი პრიზი გადაეცემა.

„MacBook Air მოვიგეთ და ყველას ვუსურვებთ გამარჯვებას, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიხარული შემოიტანა ჩვენს ოჯახში. 3 შვილი მყავს, სამივე ბედნიერებისგან დაფრინავდა, როცა გათამაშებიდან დაგვირეკეს და გამარჯვებულები გავხდით“. - თამარ გაბუნია

პრიზის მისაღებად, აუცილებელია მოგებიდან 30 დღის განმავლობაში, ბილეთის მფლობელმა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გამარჯვებული ბილეთის მეორე ნახევარი, ამის შემდეგ არაუგვიანეს 6 დღისა გამარჯვებულს კუთვნილი პრიზი გადაეცემა.

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ საქართველოს ყველა რეგიონშია წარმოდგენილი და მომხმარებლებს მუდამ საინტერესო და ინოვაციურ პროექტებს სთავაზობს. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 300 ფილიალი აქვს და 4500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო