ქვემო ქართლის გუბერნატორი აცხადებს, რომ კორპუსის ავარიულობასთან დაკავშირებით, სადაც აივანი ჩამოინგრა, მარნეულის მერიაში განცხადება არ შესულა, თუმცა შენობას ექპერტიზა ჩაუტარდება

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა მარნეულში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

მისი განცხადებით, დღესვე მიმართავენ სამხარაულის საექსპერტო ბიუროს, რომ შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით დასკვნა დროულად იყოს.

მისი თქმით, მერიაში შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით განცხადება შესული არ ყოფილა.

,,მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მარნეულში მომხდარი ტრაგედიის გამო და დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მივუსამძიმრო.

წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. უბედური შემთხვევისთანავე, ადგილზე, დაუყოვნებლივ მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შემთხვევის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს, შექმნილია საქმის შემსწავლელი კომისია. დღესვე მივმართავთ სამხარაულის საექსპერტო ბიუროს, რათა შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით დასკვნა დროულად მივიღოთ.

გთხოვთ, მომხდართან დაკავშირებით მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდოთ, გავითვალისწინოთ შექმნილი რთული ვითარება და პატივი ვცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

შეგახსენებთ და აქვე დავაზუსტებ, რომ მერიაში შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით განცხადება შესული არ ყოფილა“,-განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

პრესსამსახურის ცნობით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი კორპუსის აივნის ნგრევის შედეგად მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მარნეულის მერთან კენან ომაროვთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ ზაურ დარგალთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა. მათი ცნობით, შემთხვევის ადგილიდან მოსახლეობის ნაწილი დროებით გადაყვანილია სასტუმროში. მათ ფინანსურად სრულად უზრუნველყოფს მერია. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილზე მოინახულა დაზარალებულები და მათი საჭიროებები მოისმინა.

გიორგი დოხტურიშვილი ასევე იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაშავებულებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევის გამო დაშავებული ორი მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან