აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სესიაზე 2022 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები მიიღო

აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სესიაზე, აჭარის 2022 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები 11 ხმით, 6 -ის წინააღმდეგ მიიღო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

მათი ცნობით, პროექტის თანახმად, 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 28 300 000 ლარით, 6,2 %-ით იზრდება და 482 305 800 ლარით განისაზღვრება.

„ იზრდება ყველა მხარჯავი ორგანიზაციის, უწყებისა თუ სამინისტროს დაფინანსება: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტს ემატება 475 700 ლარი და ჯამში, 28 მილიონ 907 ათას ლარს შეადგენს. 8 499 800 ლარით იზრდება განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი და 82 მილიონ ლარს აჭარბებს.

20 მილიონზე მეტია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი, რომელსაც კანონის პროექტის თანახმად, 829 900 ლარი ემატება.

რაც შეეხება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, მისი ბიუჯეტი 120 მილიონს აღემატება. იზრდება მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ტრანსფერების რაოდენობაც, რაც ჯამში,163 230 000 ლარია.

ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა ცვლილებების წარდგენის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს, მოისმინა მათი მოსაზრებები.

11 ხმით მიიღეს უმაღლესი საბჭოს წევრის, დავით გაბაიძის მიერ რიგგარეშე სხდომაზე წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების პროექტებს მოიცავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ