ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა ბსუ-ში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას რექტორმა მერაბ ხალვაშმა პროექტის აქტუალობაზე ისაუბრა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამინისტროს ხელშეწყობით უნივერსიტეტში არაერთი სამეცნიერო პროექტი ხორციელდება. მათ შორის მნიშვნელოვანი პროექტებია: „ცოდნისა და აკადემიური კულტურის გაცვლა ჰუმანიტარულ სფეროში შავი ზღვის რეგიონში, XVIII-XXI საუკუნეების ბოლოს“ და „ციფრული ინოვაციების დანერგვა სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით”.

„ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მეცნიერებს საგრანტო ოფისის გახსნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მინისტრის მოადგილის თქმით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგრანტო ოფისების დაფუძნების უმთავრესი მიზანია ქართველ მკვლევართა ჯგუფების ხელშეწყობა კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადების პროცესში, რაც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში მათ წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.

Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.

საგრანტო ოფისის საზეიმო გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ, Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის კოორდინატორმა შოთა როდინაძემ და უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.bsu.edu.ge/main/page/17017/index.html

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს