სახალხო დამცველი შს მინისტრს მოუწოდებს, გაატაროს დროული და ეფექტიანი ღონისძიებები, რათა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს არ შეექმნათ საფრთხე

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 28 ივნისიდან მიმდინარე „პრაიდის კვირეულს“ ეხმიანება და ხაზს უსვამს მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მშვიდობიანად, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას, როგორც ლგბტ+ თემის და მათი მხარდამჭერების მიერ უფლებების სათანადო რეალიზების, ასევე, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წარმართვის მხრივ.

სახალხო დამცველის განცხადებით, აუცილებელია, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს შარშანდელი 5-6 ივლისის მძიმე გამოცდილება და მომდევნო დღეებში სრული ძალისხმევა მიმართოს, რათა დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობრივი ჯგუფების ყველა შესაძლო ქმედება.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, აქვე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად ღონისძიებების გატარებისთვის კონკრეტული დრო აქვს განსაზღვრული და ამ პერიოდში ადამიანების მიერ თავიანთი უფლებებით შეუფერხებლად სარგებლობა დამატებით მნიშვნელობას იძენს.

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასულ წელს, 5 ივლისს ზურაბ მახარაძისა და „ალტ-ინფოს“ სხვა წევრების მიერ ორგანიზებულმა ჯგუფებმა რამდენიმე ლოკაციაზე განახორციელეს ჯგუფური ძალადობა. შედეგად, სხვადასხვა სახისა და ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმა და მედიის წარმომადგენლებმა, ადამიანებს არ მიეცათ შესაძლებლობა ესარგებლათ მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლებით, დაზიანდა სხვადასხვა პირის კუთვნილი ნივთები და ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. სახალხო დამცველის მიერ მიწოდებული მტკიცებულებების მიუხედავად, საქართველოს პროკურატურას სისხლის სამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების მიმართ არ დაუწყია”,- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:

შესაძლო ძალადობრივი ქმედებების პრევენციის მიზნით, გაატაროს დროული და ეფექტიანი ღონისძიებები, რათა „თბილისი“ პრაიდის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს არ შეექმნათ არანაირი საფრთხე ძალადობრივი ჯგუფებისგან;

უზრუნველყოს „პრაიდის კვირეულში“ დაგეგმილი ყველა ღონისძიების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად ჩატარება. გაწიოს შესაბამისი მუშაობა, „თბილისი პრაიდის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიის დაცვის მიზნით;

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ჩატარებასთან დაკავშირებით განხორციელებული სავარაუდო მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტზე 2022 წლის 6 ივნისს დაწყებული გამოძიება ჩაატაროს ეფექტიანად;

ყველა შესაძლო კანონდარღვევაზე დაუყოვნებლივ მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს