ზურაბ აზარაშვილი UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კემლინ ფურლეს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეებმა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები განიხილეს. კემლინ ფურლემ ზურაბ აზარაშვილს UNHCR-ის საქმიანობის პრინციპები გააცნო. საუბარი შეეხო ლტოლვილთა ინტეგრაციის საკითხებსაც. ისაუბრეს ერთობლივ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.

მათივე ცნობით, შეხვედრას მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და UNHCR-ის წარმომადგენელი სალომე კუსიკაშვილი ესწრებოდნენ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის