საია - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მთავარ გამოწვევად კვლავ „კლანური მმართველობა“ რჩება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგები წარადგინა. ანგარიში 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და მიზნად ისახავს, გამოავლინოს საბჭოს მუშაობის დადებითი თუ უარყოფითი ტენდენციები.

როგორც საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა ანგარიშის პრეზენტაციისას აღნიშნა, საბჭოს მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ სისტემის მთავარ გამოწვევად კვლავ „კლანური მმართველობა“ რჩება და ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს კანონში წლის ბოლოს ნაჩქარევად შესული ცვლილება, რომლითაც ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის საბჭოს წევრად არჩევის აკრძალვა გაუქმდა.

ამასთან, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ 2021 წლის ივნისის შემდეგ საბჭო 5 არამოსამართლე წევრის გარეშე, 10-კაციანი შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას და გადაწყვეტილებას მოსამართლე წევრთა სრული უპირატესობით, არამოსამართლე წევრების ჩართულობის გარეშე იღებს, რაც საია-ს შეფასებით, „კიდევ უფრო აძლიერებს კორპორატივიზმს“.

„პრობლემურია მოსამართლეთა დანიშვნა/ნომინირების საკითხი - მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა და უკონკურსოდ გადაყვანა, მოსამართლეების მივლინების შეცვლილი წესი, „კლანისთვის“ მნიშვნელოვანი ბერკეტია გავლენის მოსაპოვებლად. უზენაესი სასამართლოს შერჩევის წესში დასაბუთების მექანიზმის ჩადებამ, ღია კენჭისყრამ, გამჭვირვალობის გაზრდამ და გასაჩივრების შესაძლებლობის გაჩენამ საბჭოს ხელი ვერ შეუშალა, კანდიდატები ლოიალობის ნიშნით შეერჩია.

კლანის ძალაუფლების ერთ-ერთ ბერკეტს კვლავ სასამართლოს თავმჯდომარეები წარმოადგენენ. მათი დანიშვნისას საბჭო იყენებს ე.წ. „მბრუნავი კარის“ სისტემას. ამ მექანიზმის მეშვეობით კლანის ყველა გავლენიან წევრს სასამართლო სისტემაში მუდმივად უჭირავს მნიშვნელოვანი თანამდებობა. ისინი ამ თანამდებობებს ერთმანეთს უცვლიან, რაც სხვა მოსამართლეებს მენეჯმენტში ჩართვის შესაძლებლობას არსებითად უმცირებს. თავმჯდომარეთა ქაოსური, ბუნდოვანი დანიშვნის პრაქტიკა 2021 წელსაც გაგრძელდა.

ასევე, კვლავ ჭიანურდება დისციპლინური სამართალწარმოების ვადები: საბჭოს 2021 წელს შეტანილი არცერთი საჩივარი არ განუხილავს. ამ ფონზე დეკემბრის ბოლოს მიღებული ცვლილებებით პარლამენტმა დისციპლინური სამართალწარმოების ვადები გაანახევრა, ასევე შეამცირა საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმი. ცვლილებები ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ისინი მიმართული იყო ინდივიდუალური მოსამართლეების წინააღმდეგ, სისტემაში განსხვავებული აზრის ჩასახშობად“, - ნათქვამია ანგარიშში.

საია-ს განცხადებით, ანგარიში კონკრეტულ რეკომენდაციებსაც მოიცავს, თუმცა მათ აღსრულებას მხოლოდ იმ პირობებში შეუძლია შედეგის მოტანა, თუ „კლანი“ საბჭოში გადაწყვეტილების მიღების პროცესს ვეღარ გააკონტროლებს.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს