მამუკა ახვლედიანი - სასამართლომ, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნით გააჟღერა, რომ ისინი არავითარ ევროპას არ ელოდებიან და არავითარ ცვლილებას არ აპირებენ

სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნის ფორმით გააჟღერა, რომ ისინი არავითარ ევროპას არ ელოდებიან და არავითარ ცვლილებას არ აპირებენ. ამიტომ, სასამართლო სისტემაში საჭიროა ძირეული ცვლილება,- ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, „მართლმსაჯულების განვითარების“ ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ახვლედიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ჩინჩალაძის კვლავ, 5 წლის ვადით თანამდებობაზე დანიშვნა ნიშანია იმისა, რომ სასამართლო სისტემა არ ელოდება არავითარი 6 თვის გასვლას, რაც იმ სამუშაოების შესრულებისთვისაა გამოყოფილი, რითაც საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მოიპოვოს.

„მათ დღესვე გასცეს პასუხი ამ კითხვებს, რომ მათ ინტერესში ამ პუნქტების შესრულება არ შედის. ეს არის წარმოუდგენელი მოქმედება და თუ აკვირდებით, ასეთ ქმედებებს ყოველთვის მნიშვნელოვან დროს აკეთებენ. წინა შემთხვევაში, როდესაც ვენეციის კომისიამ გვითხრა არ დანიშნოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიო, ამათ პირიქით, რამდენიმე დღეში დაიწყეს ამის გაკეთება. ანუ სასამართლო სისტემა ყველა საფეხურზე გარეთ აჩვენებს იმას, რომ ისინი არაფრის შეცვლას არ აპირებენ და შიგნით აიმედებს მის მორჩილ მოსამართლეებს, რომ არაფერი შეიცვლება, თქვენ მშვიდად იყავით! მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნა ნიშანი იყო იმისა, რომ ევროკავშირში შესვლა ამ ჯგუფის ინტერესში არ შედის და დანარჩენ სისტემასაც ეუბნება, რომ ნუ გექნებათ ამის იმედი, სასამართლო სისტემაში არაფერი შეიცვლება“, - აცხადებს ახვლედიანი.

რაც შეეხება იმას, თუ ვის შეიძლებოდა ჩაენაცვლებინა მიხეილ ჩინჩალაძე, მამუკა ახვლედიანის განმარტებით, ასეთი სისტემის არსებობის პირობებში ცალკე აღებულ სახელსა და გვარს არავითარი დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან არ იქნებოდა ჩინჩალაძე, იქნებოდა ნებისმიერი სხვა „რადგანაც სისტემაში ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც გამოძებნიან და შეასრულებს ყველაფერს“.

ამასთან, ახვლედიანის თქმით, ასევე არც იმას აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რომ მიხეილ ჩინჩალაძე მაინცდამაინც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყოს, მას შეუძლია გადაინაცვლოს სხვა პოზიციაზე, მაგრამ ესეც არ გააკეთა.

„მისი არდანიშვნა კი, იქნებოდა მსუსხავი ეფექტი „კლანის“ წევრებისთვის, იმ მხრივ, რომ რაღაც ცვლილება დაიწყო. ამიტომ, ეს იყო მათი მხრიდან დემონსტრაციული ქმედება იმისა, რომ არაფრის ცვლილება არ იგეგმება. მიხეილ ჩინჩალაძის გვართანაა დაკავშირებული „კლანი“ და ის ცვლილება, რომელსაც სასამართლო სისტემის მიმართ მოვიაზრებთ და ვითხოვთ, მაგრამ ასე არ ხდება და შიგნით მოსამართლეებს აჩვენებენ იმას, რომ ჩვენ არ ვიცვლებით, ჩვენთან ყველაფერი ძველებურად გრძელდება და გარეთ აჩვენებენ იმას იმას, რომ სასამართლოში არაფერია შესაცვლელი“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა და აღნიშნა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში საჭიროა სისტემური ცვლილებები.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. ჩინჩალაძე მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ არის განწესებული.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მამუკა ახვლედიანი - სასამართლომ, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნით გააჟღერა, რომ ისინი არავითარ ევროპას არ ელოდებიან და არავითარ ცვლილებას არ აპირებენ

სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნის ფორმით გააჟღერა, რომ ისინი არავითარ ევროპას არ ელოდებიან და არავითარ ცვლილებას არ აპირებენ. ამიტომ, სასამართლო სისტემაში საჭიროა ძირეული ცვლილება,- ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, „მართლმსაჯულების განვითარების“ ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ახვლედიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ჩინჩალაძის კვლავ, 5 წლის ვადით თანამდებობაზე დანიშვნა ნიშანია იმისა, რომ სასამართლო სისტემა არ ელოდება არავითარი 6 თვის გასვლას, რაც იმ სამუშაოების შესრულებისთვისაა გამოყოფილი, რითაც საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მოიპოვოს.

„მათ დღესვე გასცეს პასუხი ამ კითხვებს, რომ მათ ინტერესში ამ პუნქტების შესრულება არ შედის. ეს არის წარმოუდგენელი მოქმედება და თუ აკვირდებით, ასეთ ქმედებებს ყოველთვის მნიშვნელოვან დროს აკეთებენ. წინა შემთხვევაში, როდესაც ვენეციის კომისიამ გვითხრა არ დანიშნოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიო, ამათ პირიქით, რამდენიმე დღეში დაიწყეს ამის გაკეთება. ანუ სასამართლო სისტემა ყველა საფეხურზე გარეთ აჩვენებს იმას, რომ ისინი არაფრის შეცვლას არ აპირებენ და შიგნით აიმედებს მის მორჩილ მოსამართლეებს, რომ არაფერი შეიცვლება, თქვენ მშვიდად იყავით! მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნა ნიშანი იყო იმისა, რომ ევროკავშირში შესვლა ამ ჯგუფის ინტერესში არ შედის და დანარჩენ სისტემასაც ეუბნება, რომ ნუ გექნებათ ამის იმედი, სასამართლო სისტემაში არაფერი შეიცვლება“, - აცხადებს ახვლედიანი.

რაც შეეხება იმას, თუ ვის შეიძლებოდა ჩაენაცვლებინა მიხეილ ჩინჩალაძე, მამუკა ახვლედიანის განმარტებით, ასეთი სისტემის არსებობის პირობებში ცალკე აღებულ სახელსა და გვარს არავითარი დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან არ იქნებოდა ჩინჩალაძე, იქნებოდა ნებისმიერი სხვა „რადგანაც სისტემაში ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც გამოძებნიან და შეასრულებს ყველაფერს“.

ამასთან, ახვლედიანის თქმით, ასევე არც იმას აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რომ მიხეილ ჩინჩალაძე მაინცდამაინც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყოს, მას შეუძლია გადაინაცვლოს სხვა პოზიციაზე, მაგრამ ესეც არ გააკეთა.

„მისი არდანიშვნა კი, იქნებოდა მსუსხავი ეფექტი „კლანის“ წევრებისთვის, იმ მხრივ, რომ რაღაც ცვლილება დაიწყო. ამიტომ, ეს იყო მათი მხრიდან დემონსტრაციული ქმედება იმისა, რომ არაფრის ცვლილება არ იგეგმება. მიხეილ ჩინჩალაძის გვართანაა დაკავშირებული „კლანი“ და ის ცვლილება, რომელსაც სასამართლო სისტემის მიმართ მოვიაზრებთ და ვითხოვთ, მაგრამ ასე არ ხდება და შიგნით მოსამართლეებს აჩვენებენ იმას, რომ ჩვენ არ ვიცვლებით, ჩვენთან ყველაფერი ძველებურად გრძელდება და გარეთ აჩვენებენ იმას იმას, რომ სასამართლოში არაფერია შესაცვლელი“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა და აღნიშნა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში საჭიროა სისტემური ცვლილებები.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. ჩინჩალაძე მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ არის განწესებული.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია