შალვა პაპუაშვილი - შემოწმების აღმოჩნდა, რომ ტვირთი სანქცირებული იყო და გემი უკან გაბრუნდა - სანქციების მთელი არსი ისაა, რომ ვიღაც ცდილობს მის დარღვევას, ამას აღმოაჩენ და ტვირთს უკან გააბრუნებ

ეს ტვირთი არ მოხვდა ბათუმში და არანაირი ნებართვა არ ჰქონდა. სხვადასხვა უწყების მხრიდან საბოლოო ჯამში საკმაოდ ნათლად გუშინ იქნა პასუხი გაცემული, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუსული სანქცირებული ნავთობით დატვირთული გემის შესახებ, რომელიც გუშინ ბათუმის პორტიდან უკან გააბრუნეს.

მან ასევე ახსნა პროცედურა, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა, რომ სანქცირებული იყო არა გემი, არამედ რუსული ნავთობი, რომელიც მას გადაჰქონდა.

„ნათლად ითქვა ყველაფერი - როდესაც საქართველოში ზღვიდან ტვირთები შემოდის, არის ორდონიანი პროცედურა. პირველი არის გემთან დაკავშირებული პროცედურა, ანუ შეუძლია თუ არა გემს შევიდეს პორტში და მოწმდება გემი არის თუ არა სანქცირებული. აღნიშნული გემი არ ყოფილა სანქცირებული და შევიდა. მეორე ეტაპია გემიდან ტვირთის განბაჟების, ანუ გადმოტანის ნაწილი, სადაც ასევე მოწმდება, ხომ არ არის სანქცირებული ტვირთი. როდესაც ამ მეორე ეტაპზე მოხდა შემოწმება, აღმოჩნდა, რომ იყო სანქცირებული და გემი გაბრუნდა უკან. ასე მუშაობს სანქციები. სანქციების მთელი არსი არის ის, რომ ვიღაც ცდილობს სანქციის დარღვევას, ამას აღმოაჩენს და ტვირთს უკან გააბრუნებ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გუშინ დაადასტურა, რომ ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით დატვირთული გემი შევიდა, თუმცა საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ. მინისტრის თქმით, საქართველოში, სანქციების გვერდის ავლის, ან სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ ყოფილა. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს