შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის თანამედროვე კლინიკაში გადაყვანის შესახებ განცხადებაზე - არანაირ ასამბლეას არ მოუწოდებია, 20-მდე პოლიტიკოსის წერილია, ასეთი პოლიტიკოსები არა მხოლოდ ევროსაბჭოში, არამედ ევროპარლამენტშიც არიან

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება 20-მდე პოლიტიკოსის ხელმოწერილი წერილია და არა ასამბლეის მოწოდება.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილის გადაყვანის საკითხზე განმსაზღვრელი საქართველოს კანონმდებლობაა და გადაწყვეტილება პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვერ იქნება მიღებული.

„არანაირ ასამბლეას არ მოუწოდებია. 20-მდე პოლიტიკოსის ხელმოწერილი წერილია. ასეთი პოლიტიკოსები არა მხოლოდ ევროსაბჭოში, არამედ ევროპარლამენტშიც არიან. ამაზე არაერთხელ ითქვა - არსებობს საქართველოს კანონმდებლობა და ამის მიხედვით მოქმედებს იუსტიციის სამინისტრო. პოლიტიკური მიზანშეწონილობით გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მას ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება, რაც სჭირდება.

„რაც შეეხება პატიმრის მკურნალობის საკითხებს, ამას წყვეტს პენიტენციური სისტემა და გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე. მგონი, აღარავინ დავობს, რომ ყველა სერვისი, რაც სჭირდება, შეთავაზებული აქვს. რაღაც პერიოდში უარს ამბობდა სამედიცინო სერვისების მიღებაზე, ახლა, როგორც ჩანს, ყველა ამ სერვისს იღებს. რაც შეეხება გადაყვანის საკითხს, აქ განმსაზღვრელი არის საქართველოს კანონმდებლობა. ასეთ გადაწყვეტილებებს პოლიტიკური საფუძველი არ უნდა ჰქონდეს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დეკლარაციაში, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ ხელმომწერები შეშფოთებული არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო. მათი განცხადებით, სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე