ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები სხდომაზე "დეოლიგარქიზაცია" წარწერიანი მაისურებით მივიდნენ. საპასუხოდ, მმართველი გუნდის წევრებმა მათი 9 წლიანი რეჟიმის დროინდელი ძალადობრივი ფაქტების ამსახველი ფოტოები გამოფინეს, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

სხდომის დასასრულს ოპოზიციური პარტიის წევრებს განცხადების გაკეთება სურდათ, თუმცა ამის უფლება არ მიეცათ და საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ თავისი წარუმატებლობა წარმოგვიჩინა როგორც წარმატება, ანუ რასაც ელოდა ქართველი ერი ის ვერ მივიღეთ. ჩვეულებრივად გვაჩვენეს, თუმცა საზოგადოებამ ამას ძალიან ნათელი პასუხი გასცა, 160 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა და გააპროტესტა ეს ვითარება რაც სახელმწიფოში ხდება. ჩვენ რატომ ვამბობთ დეოლიგარქიზაციას და რატომ გვაწერია ეს მაისურზე? იმიტომ, რომ იმ 12 მოთხოვნაში ყველაზე უმნიშვნელოვანესი ჩვენი აზრით არის ეს. როცა ეს პრობლემა ქვეყანას მოეხსნება, დანარჩენი მოთხოვნა ავტომატურად გასწორდება“, - განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ლაბარტყავამ.

ამასთან, "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ზაალ კვინჩიას განცხადებით, პარადოქსული იყო "ნაცმოძრაობის" მხრიდან დეოლიგარქიზაციაზე მოწოდება და წარწერა მაისურზე, მაშინ როცა საკუთარი დამფინანსებლები მოქმედი ოლიგარქები არიან და თან აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა