თორნიკე რიჟვაძე - ბათუმის ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა დასრულა, რაც ერთხელ და სამუდამოდ მომავალში გამორიცხავს ნებისმიერი სახის ჩარევას ბულვარის განვითარებაში

ბათუმის ბულვარს პირველად მისი არსებობის ისტორიაში გენერალური გეგმა ექნება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი საუკუნოვან ბაღს თავისი არსებობის მანძილზე პირველად ექნება.

მათივე ცნობით, დოკუმენტი ემსახურება ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნებას და აღდგენას მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე, ძველი ბულვარის კონსერვაციას, სარეკრეაციო, თემატური სივრცეების, სანაპირო ზოლის, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მოწესრიგებას.

„მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტრომ და ბულვარმა დაასრულა მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმაზე. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ახლა ჯერი ბათუმის მუნიციპალიტეტზეა, საკრებულოზე. მინდა ვთხოვო, რომ უახლოეს პერიოდში დამტკიცდეს ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა, კონსერვაცია, რაც ერთხელ და სამუდამოდ მომავალში გამორიცხავს ნებისმიერი სახის ჩარევას ბულვარის განვითარებაში და ეს საქმე უნდა იქნას ბოლომდე მიყვანილი“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო