ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა

სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა, ქართული საგალობელი „ავე მარია“ იანო ალიბეგაშვილთან ერთად შეასრულა, ასევე გაჟღერდა ჩაკრულო და სხვა უნიკალური საეკლესიო საგალობლები.

ამგვარი კულტურული მემკვიდრეობის გაზიარება ხელს უწყობს ურთიერთდაფასებასა და საუკუნოვან თანამეგობრობას.

ამ ისტორიულ მოვლენაში უდიდესი როლი აქვს “სმარტ კაპიტალ ჯგუფისფონდს "ქართული გალობა" და მის დამფუძნებლებს, - ქალბატონ ნანა გოთუასა და ბატონ ივანე ჩხარტიშვილს, რომლებიც მუდამ დგანან ქართული კულტურისა და ხელოვნების სადარაჯოზე, რომელთა გარეშეც ეს დღე ვერ შედგებოდა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ესწრებოდნენ.

სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი, 29 ივნისს, წმ. პეტრეს ბაზილიკაში, პაპ ფრანცისკესა და ვატიკანში ვიზიტად მყოფი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის თანდასწრებით, ქართულ საგალობლებს კვლავ შეასრულებს.

საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ 2012 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, ლოცვა-კურთხევით ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ ქართული სიმღერა-გალობის, ხალხური შემოქმედების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

ფონდის ისტორია მრავალწლიანი საქველმოქმედო საქმიანობითა და პროექტებითაა გამორჩეული. მისი ძირითადი საქმიანობა კი ქართული გალობის კვლევა, მგალობლების აღზრდა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.​

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით