აჭარის მთავრობა - ბათუმს 2500 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სასკოლო სივრცეები შეემატება

ბათუმს 2500 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სასკოლო სივრცეები შეემატება, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 8,5 მლნ ლარით გაიზარდა. გრძელდება სტუდენტთა მხარდაჭერა, საგანმანათლებლო, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

„ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსება გაეზარდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. ბათუმისთვის და აჭარისთვის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს სასკოლო სივრცეები. ვინაიდან, დემოგრაფია განაპირობებს მეტ მოთხოვნებს, ამიტომ ბათუმში ვიწყებთ ახალი სკოლის მშენებლობას თავდადებულის ქუჩაზე, სადაც 1000-ზე მეტ მოსწავლეს მიეცემა საშუალება თანამედროვე პირობებში ისწავლოს. ასევე, ძალიან მალე დავიწყებთ მე-16 სკოლის მშენებლობას. იქაც დაგვემატება 1500-ზე მეტი ადგილი. ასევე, ხულოში, ვაშლოვანში ძალიან მალე დაიწყება 400 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, სადაც 10 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ყველა ეს პროექტი, რა თქმა უნდა მოგვცემს საშუალებას, რომ არცერთი ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი აჭარის მცხოვრებლებს აწუხებს არ დაგვრჩეს ყურადღების გარეშე“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 6,2 %-ით გაიზარდა და 482 მლნ ლარს აღემატება. გაიზარდა როგორც სოციალური, ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამების, ასევე მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს