სოფელ მარტყოფში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შიდა ქუჩების მშენებლობის პროცესს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.
უწყების ცნობით, სოფელ მარტყოფში შიდა საუბნო გზების მშენებლობა რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
სამშენებლო სამუშაოები, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება.

























