ომბუდსმენის განცხადებით, სასამართლო სისტემაში არსებული „კლანის" წევრები ვერ აცნობიერებენ იმას, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებაში ლომის წვლილი აქვთ

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის კიდევ ერთი ვადით დანიშვნა ადასტურებს იმას, რომ სასამართლო სისტემაში არსებული "კლანის" წევრები ვერ აცნობიერებენ იმას, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებაში ლომის წვლილი აქვთ.

მისი თქმით, შესაძლოა, ისინი პროცესებს ძალიან ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ და მათთვის მნიშვნელოვანი პირადი ინტერესებია.

"სწორედ მათი ამ ტიპის გადაწყვეტილებების და ამ ტიპის კლანური მმართველობის გამო, საქართველოს ცოტა ხნის წინ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა და ლომის წვლილი იმაში, რომ ჩვენმა ქვეყანამ ასეთი შეფასება დაიმსახურა არის სწორედ ეს ადამიანები, ეს პერსონები და მათი გადაწყვეტილებები. ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ან უბრალოდ მართლაც ვერ აცნობიერებენ, რომ მათი პერსონალური პასუხისმგებლობა ძალიან დიდია ამ ყველაფერში, ან უბრალოდ ამ პროცესებს ძალიან ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ და მათთვის მნიშვნელოვანია საკუთარი პირადი ინტერესები და გავლენები", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე იუსტიციის საბჭოში წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი განაცხადი მიხეილ ჩინჩალაძის მიერ, რომელიც ამავე თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა, ხოლო 5 - წლიანი მუშაობის ვადა მას მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ამოეწურა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა