თაზო დათუნაშვილი - ოპოზიცია და ჩვენი ევროპელი პარტნიორები ბრიუსელში ახლა ვაკეთებთ იმას, რასაც წესით ხელისუფლება უნდა აკეთებდეს

პარტია „ლელო" და მისი ერთ- ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი ევროპული ოჯახის „ალდეს“ მიწვევით, სხვა ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად ბრიუსელში იმყოფებიან, საქართველოს ახალ გამოწვევებზე სასაუბროდ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო" ავრცელებს.

მათი ცნობით, მაღალი დონის შეხვედრები უკვე გაიმართა და ამ დღეებში დაგეგმილია ევროპარლამენტში, ევროკომისიაში, საერთაშორისო ფონდებსა და თავად "ალდეში".

თაზო დათუნაშვილი კოლეგებთან ერთად შეხვდა „ალდეს" ვიცე-პრეზიდენტს, სვენია ჰანს და ევროდეპუტატს ფრაქცია რენიუს და სხვა ევროდეპუტატებს.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრები გაიმართა აგრეთვე მაღალჩინოსნებთან ევროკომისიის გაფართოების დირექციაში.

ამასთან, შეხვედრები შედგა რამდენიმე ფონდის დირექტორთან, აგრეთვე ევროპული პარტია „ალდეს" ლიდერებთან.

„ყველა შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო ჩვენი სამოქმედო გეგმა, შემდეგი 6 თვის დაგეგმვა, ეროვნული თანხმობის მთავრობა და პროტესტი თბილისში და დეოლიგარქიზაცია", - აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.

„ლელოს" განცხადებით, ვიზიტი ხვალიდან გაგრძელდება ბერლინში, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბუნდესტაგში საინტერესო შეხვედრებს გამართავენ.

თაზო დათუნაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია აქტიურად ესაუბრონ ყველა წევრ ქვეყანას.

„ოპოზიცია და ჩვენი ევროპელი პარტნიორები ახლა ვაკეთებთ იმას რასაც წესით ხელისუფლება უნდა აკეთებდეს.

ასევე მწვავე შეხვედრა გვქონდა ჩვენს საელჩოში ელჩ მახარობლიშვილთან, რომელმაც სამწუხაროდ ვერაფერი კონკრეტული ვერ უპასუხა ჩვენს მწვავე კითხვებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით", - აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.

შეხვედრები ბრიუსელში და ბერლინში კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია