სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება

ინტერვიუ „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, სოფიო გრაკალიშვილთან.

-რატომ უნდა დავეზღვიოთ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში?

- "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის" სლოგანია „ხვალინდელი დღე საიმედო ხელში“. ამოსავალი წერტილი მომხმარებელზე განუხრელი ზრუნვაა, რაც ჩვენი კომპანიის ძლიერი მხარეა. გაყიდვების მენეჯერები ყოველთვის მზად არიან დაზღვევის ყველა მნიშვნელოვანი პირობა, განსაკუთრებით გამონაკლისები, დეტალურად განუმარტონ მომხმარებელს - რითაც ობიექტური და თავისუფალი გახადონ დამზღვევის არჩევანი. ყველა შემთხვევაში ძირითადი მიდგომა გამჭვირვალობაა - შესაბამისად, მოსარგებლეს მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდება და ძალისხმევას არ ვიშურებთ, ყველა შეკითხვაზე სრული და ამომწურავი პასუხი გავცეთ.

-რამ გამოიწვია საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში პორთფელში ავტო დაზღვევის საცალო მიმართულების მნიშვნელოვანი ზრდა?

-2020 წლამდე კომპანია ორიენტირებული იყო კორპორატიულ სეგმენტზე. ამ სეგმენტის სადაზღვევო პოლისების მოქნილობამ და მრავალფეროვანმა ბენეფიტმა, თავისთავად გააჩინა მოთხოვნა საცალო ბაზარზე პოზიციონირებისათვის. მომხმარებელთან გულწრფელმა და კეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. შედეგად, გასული 2021 წელი მხოლოდ ავტოდაზღვევის მიმართულებით 300%-იანი გადაჭარბებით დავხურეთ.

-რას ურჩევდით ადამიანებს ვისაც დაზღვევის შეძენა სურს?

-სადაზღვევო არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია, ერთადერთი უალტერნატივო გზაა დაუთმოთ დრო და დეტალურად გაიგოთ ხელშეკრულებაში არსებული პირობები. შეადაროთ რამდენიმე კომპანია, გულისხმიერების, კეთილსინდისიერების კომპონენტებზე დაყრდნობით და არა კლიშეების და არაფრისმთქმელი პოზიორობის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. უნდა აღვნიშნო რომ, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ამ მხრივაც განსაკუთრებულ სერვისს გთავაზობთ. ჩვენი გაყიდვების მენეჯერები ამ მიმართულებით სრულად არიან მომზადებულები და მზად არიან დაინტერესებულ პირთან ერთად დეტალურად განიხილონ ჩვენი დაზღვევის უპირატესობები. მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

-რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ან თავად სადაზღვევო სექტორმა, რომ ხელი შეუწყოს დაზღვევის პოპულარიზაციას?

-ერთი წინადადებით რომ გიპასუხოთ, არ უნდა დავიწყოთ „ველოსიპედის გამოგონება“. არსებობს საუკეთესო პრაქტიკის ევროპული გამოცდილება, რომლის ჩვენ რეალობაში დანერგვა როგორც სახელმწიფოს, ასევე სადაზღვევო ინდუსტრიის უალტერნატივო გზაა. ჩვენ სწორედ ამ პრინციპებს ვიზიარებთ და ამიტომაც ჩვენი სლოგანი მხოლოდ ლამაზი ფრაზა არასოდეს ყოფილა. არაძალადობრივი, თავისუფალი და ობიექტური სადაზღვევო არჩევანი, შეზავებული მაღალ პროფესიონალიზმსა და საიმედოობასთან - ამ პრინციპებზე იდგა, დგას და ასეც გაგრძელდება ჩვენი კომპანიის მომავალი.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე