მამუკა მდინარაძე - მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო მაღალი ალბათობით, საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, გუნდი საკითხზე მსჯელობას გააგრძელებს.

„პრეზიდენტის ვეტოზე ჩვენ ვნახეთ ზოგადი არგუმენტი, თითქოს ეს კანონი ევროინტეგრაციას უშლის ხელს. რატომ, განმარტებული არ არის და არ არის მოტანილი სამართლებრივი არგუმენტები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ისევ გავაგრძელებთ მსჯელობას, მაგრამ მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება”,- აღნიშნა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, დღეს უმრავლესობამ იმსჯელა ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების გეგმაზე. მისი თქმით, უახლოეს დღეებში შეიკრიბება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო და დეტალურად გაიწერება პასუხისმგებელი სუბიექტები და შესაბამისი ვადები.

„ასევე, ევროკომისიის მიერ 12 პუნქტის შესრულების შესახებ ვიმსჯელეთ, შესაბამისი გეგმის შესრულება იყო მთავარი საკითხი ამ მიმართულებით, ვადები, პასუხისმგებელი პირები, პასუხისმგებელი უწყებები თუ სუბიექტები. ამასთან დაკავშირებითაც უახლოეს დღეებში შეიკრიბება პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო და დეტალურად გავწერთ პასუხისმგებელ სუბიექტებს, პირებს, ვადებს. ასე რომ, ჩვენ ამ მიმართულებით არანაირ პრობლემას არ შევქმნით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი