მამუკა მდინარაძე - ჩინჩალაძეს აირჩევენ თუ სხვას, ამაში ვერ ჩავერევით - მსგავსი გადაწყვეტილებები ხშირად ტელევიზიების საშუალებით ხდება ხოლმე ჩვენთვის ცნობილი, ეს უნდა დიჯერონ

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლება ვერ ჩაერევა იმაში, თუ ვის აირჩევენ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძეს, თუ სხვას.

როგორც მან პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი 2013 წელს საუბრობდნენ, რომ ხელისუფლება სასამართლოს დამოუკიდებლობაში არ უნდა ჩარეულიყო, თუმცა ახლა საპირისპიროს აცხადებენ.

"ჩვენი ოპონენტები 2013 წელს ჩვენს გუნდს თითს უქნევდნენ, რომ სასამართლოს არავინ შეხებოდა, ვინმეს არ გაებედა და არ ჩარეულიყო, ოღონდ შემდეგ სიტუაცია რატომღაც შეიცვალა. როგორც ჩანს, ისინი მიხვდნენ, რომ მათი კონტროლის პერსპექტივა სასამართლოზე არ იყო და ამის შემდეგ, პირიქით საუბრობენ, აბსოლუტურად ამოტრიალებულად, რადიკალურად განსხვავებულად, როგორც ცა და დედამიწა. მაშინ ამბობდნენ, რომ სასამართლოს არავინ უნდა შეხებოდა, ვინმეს ჩარევა არ გაებედა და ახლა ამბობენ, რომ ჩვენ უნდა ჩავერიოთ ამაში? ჩინჩალაძეს აირჩევენ თუ სხვას, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. უბრალოდ, უნდა ადგნენ და ობიექტურობიდან გამომდინარე დაიჯერონ, რომ ეს ხალხი თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს და არა ჩვენ. რაც კი შეიძლება პასუხისმგებლობის ფორმა მოიფიქროთ, ამ პასუხისმგებლობის ფორმით გიპასუხებთ, რომ ეს გადაწყვეტილება არათუ შეთანხმებული არ იყო, მსგავსი გადაწყვეტილებები, ხშირად ტელევიზიების საშუალებით ხდება ხოლმე ჩვენთვის ცნობილი. ეს უნდა დაიჯერონ უბრალოდ, ამის შემდეგ მიხვდებიან, რომ სხვანაირად საუბრობენ, რადგან უბრალოდ ასე აწყობთ",-განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 27 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია.

კონსულტაციაში მონაწილეობა სააპელაციო სასამართლოს 53-მა მოსამართლემ მიიღო.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს