იენს სტოლტენბერგი - პუტინს სურდა ნაკლები ნატო, მაგრამ ახლა ის მიიღებს მეტ ნატო-ს თავის საზღვრებთან

ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში მოსალოდნელი მიღება უგზავნის ძალიან მკაფიო გზავნილს პრეზიდენტ პუტინს, რომ ნატოს კარი ღიაა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა მას შემდეგ რაც თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს სურდა ნაკლები ნატო რუსეთის საზღვრებთან და ახლა ის მიიღებს მეტ ნატოს.

„უნდა გვახსოვდეს, რომ გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტმა პუტინმა წარადგინა ე.წ. უსაფრთხოების შეთანხმებები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები პრეზიდენტ პუტინისგან იყო, რომ ის წინააღმდეგი იყო ნატოს შემდგომი გაფართოების, მას სურდა ნაკლები ნატო, ახლა ის მიიღებს მეტ ნატოს თავის საზღვრებთან. ასე რომ ის, რასაც იღებს არის იმის საწინააღმდეგო, რასაც ითხოვდა,“- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს