სოფელ უზუნთასთან ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით აკრძალულია

სოფელ უზუნთასთან ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით აკრძალულია

საჩხერე-ონის საავტომობილო გზის მე-12 კილომეტრზე (სოფელი უზუნთა) ჩამოიშალა მიწა-კლდის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.