„ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში“ დოკერისა და მძღოლ-ოპერატორების კურსებზე პრაქტიკულ სწავლებას 40-ზე მეტი პირი გადის

PACE ჯგუფში შემავალ კომპანია „ტრანსფორდში“ ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრთან ერთობლივად შემუშავებულ დოკერისა და მძღოლ-ოპერატორების კურსებზე პრაქტიკული სწავლება მიმდინარეობს. აღნიშნული სწავლება შესაძლებელი გახდა USAID-ის პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში,

„ტრანსფორდის“ აღმასრულებელი დირექტორის ვასილ მაზიაშვილის ინფორმაციით, პრაქტიკულ სწავლებას ამჟამად 42 პირი გადის და მათ სრულად PACE ჯგუფი აფინანსებს.

„კურსის ჯამური ხანგრძლივობა 6 კვირაა, საიდანაც 3 კვირა მოიცავდა თეორიულ ნაწილს ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში, 3 კვირა კი პრაქტიკას „ტრანსფორდში“. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენს სფეროში კვალიფიციური ადამიანური კაპიტალი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ამიტომ PACE ჯგუფი, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელია, ყოველთვის ცდილობს, მაქსიმალური ინვესტიცია ჩადოს ადამიანური რესურსის განვითარებაში. მიმდინარე ეტაპზე, 42 სტუდენტი, რომელიც დოკერისა და მძღოლ-ოპერატორების კურსს წარმატებით გაივლის, PACE ჯგუფში დასაქმდება", - აცხადებს ვასილ მაზიაშვილი.

ამასთან, „ტრანსფორდის" აღმასრულებელი დირექტორი მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, რომ მომავალშიც გაიარონ რეგისტრაცია და გადამზადდნენ.

"შექმნილ რელობაში, როდესაც ე.წ. შუა დერეფანზე მოთხოვნა გაიზარდა, ბუნებრივია, მზარდია ტვირთები და შესაბამისად, პორტების დატვირთულობა. ამდენად, ყველა ძველ თუ ახალ კლიენტს, რომელიც მოდის ჩვენს რეგიონზე, უნდა მოვემსახუროთ იდეალური სერვისით, რათა რეგიონში ვითარების გამოსწორების შემთხვევაში, ამ კომპანიებს არ გაუჩნდეთ იმის შეგრძნება, რომ სხვაგან შეიძლება უკეთესი მომსახურება შესთავაზონ. ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია გადამზადებული, კვალიფიციური ადამიანური რესურსი, ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, გამოიყენონ ეს შანსი, გადამზადდნენ ან დაეუფლონ ახალ პროფესიებს, რაზეც ბაზარზე მოთხოვნა არის", - აღნიშნა ვასილ მაზიაშვილმა.

კომპანია „ტრანსფორდი" „Pace ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც 2010 წელს, შპს „Pace International"-ის (ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანია) და შპს "Pace Georgia"-ს მიერ ტვირთის გადაზიდვის ოპერაციებისათვის ფოთის საზღვაო ნავსადგურში (ფოთის პორტი) დაარსდა. შპს "ტრანსფორდი’’ ასევე ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში ოპერირებს, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით დასრულდა. შპს „ტრანსფორდი“ როგორც ნაყარი ასევე სხვადასხვა ტვირთების მომსახურებას ახორციელებს. კომპანიას ორი შვილობილი კომპანია შპს ბ&პ (80% წილი) და შპს მეტალექს ტრანსი (52.5% წილი) გააჩნია. „Pace ჯგუფში“ 1 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და საშუალო წლიური ტვირთბრუნვა 3.5 მლნ ტონას აჭარბებს.

(R)

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები