„ონისი“ - 3 მეგობრის მიერ დაწყებული გემრიელი ბიზნესი

თუ გემრიელი და ჯანსაღი სასუსნავი, სამზარეულოში ჯადოქრობა და ექსპერიმენტების ჩატარება გიყვარს, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდე ქართული კომპანია „ონისის“ შესახებ, რომელიც 2018 წელს 3 მეგობრის - გიორგი ჯებაშვილის, კონსტანტინე საღარაძეს და ზვიად გაგოშიძის ერთობლივი გადაწყვეტილებით შეიქმნა.

როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზვიად გაგოშიძემ განაცხადა, საქმიანობის საწყის ეტაპზე კომპანია მხოლოდ კორპორატიულ კლიენტებს ემსახურებოდა, თუმცა, ახლა, მათ ონლაინ მაღაზიასთან ერთად თბილისში 2 მაღაზია აქვთ.

მისივე თქმით, კომპანიას თხილუელისა და ჩირის სახეობების ძალიან დიდი არჩევანი აქვს, რომლის შეძენა „ვოლტის“ მეშვეობითაც შესაძლებელია.

„პანდემიამ შეცვალა რეალობა და ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, ამიტომ, მალევე დავსახეთ სამოქმედო გეგმა და დავამატეთ ახალი მიმართულება - ონლაინ მაღაზია - თხილეულის და ჩირის ბინაზე მიწოდების სერვისი საქართველოს ნებისმიერ წერტილში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულად ამ ნიშაში პირველები ვიყავით და გვიხარია, რომ თანდათან გვემატება კონკურენტები და ბაზარიც იზრდება. დღეს კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ პროდუქტებს, როგორიც არის - ნუში, ნიგოზი, გარგარის ჩირი, ქლიავის ჩირი, ჩიას თელი და სხვა ძალიან ბევრი პროდუქტი - თხილუელისა და ჩირის სახეობების ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს. ჩვენთან ამ კატეგორიებში თქვენთვის სასურველ ყველა პროდუქტს შეიძენთ. დღეისათვის ონლაინ მაღაზიასთან ერთად ორი ლოკაციაც დაგვემატა: ჩვენი გემრიელი სტენდების პოვნა „ისთ ფოინთში“ და ბაზარი ორბელიანზე (ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი) შეგიძლიათ. ივნისის თვიდან ასევე, ექსკლუზიურად „ვოლტზე“ გვიპოვით და სასურველ შეკვეთას წუთებში სახლში მოგაწვდით“, - განაცხადა ზვიად გაგოშიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა შეკვეთის პროცესის სიმარტივე, პროდუქციის ხარისხი და მომხმარებლისათვის სასურველი რაოდენობის არჩევის შესაძლებლობაა.

„შეუკვეთე რაც გინდა, რამდენიც გინდა - არ გვაქვს შეზღუდვა რაოდენობაზე - არც მინიმალური, არც მაქსიმალური. შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია „ფეისბუქის“ გვერდით ( https://www.facebook.com/onisssi), საიტით - www.onisi.ge, „ინსტაგრამის“ (https://www.instagram.com/onis_i/) ან სატელეფონო ზარის მეშვეობით“

აქვე, ზვიად გაგოშიძემ მადლობა გადაუხადა მომხმარებლებს ნდობისთვის და აღნიშნა, რომ თითოეული უკუკავშირი კომპანიას პროდუქტისა და სერვისის გაუმჯობესებასა და განვითარებაში ეხმარება.

„თითქმის 900 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც პირველი შეკვეთა მივიღეთ, „ფეისბუქზე“ კი 34000-ზე მეტი მეგობარი გვყავს და „5 out of 5“ რეიტინგი. ამ პერიოდის განმავლობაში, თითოეული ჩვენი მომხმარებლის უკუკავშირი - დადებითიც და უარყოფითიც - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გვეხმარება განვითარებასა და გაუმჯობესებაში. ყველა ჩვენს მომხმარებელს გვინდა მადლობა გადავუხადოთ, რომ გვირჩევენ და გვენდობიან“, - აღნიშნა მან.

კომპანია სამომავლოდ გაფართოებას, კერძოდ თბილისის მასშტაბით ახალი ლოკაციების დამატებას და ამასთან, პროდუქტების ჩამონათვალის გაზრდას გეგმავს.

(R)

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა