კარდიოასმაგნე - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია და მკურნალობა

ყოველწლიურად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული გართულებების შედეგად, მსოფლიოში 17.9 მილიონი ადამიანი იღუპება. ლეტალური შემთხვევების ძირითადი ნაწილი გულის იშემიური დაავადებითა და ინსულტით არის გამოწვეული. ასევე აღსანიშნავია, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ასაკი საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ერთი მესამედის ასაკი 70 წელზე ნაკლებია.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებში განსაკუთრებით ხშირად გვხვდება და საყურადღებოა გულის იშემიური დაავადება და თავის ტვინის სისხლძარღვთა დაზიანება. მათი გართულების შემთხვევაში ხშირია მაღალი ლეტალობა ან ჯანმრთელობის ძლიერი დაზიანება.

გულის იშემიური დაავადება წარმოადგენს მიოკარდიუმის დაზიანებას, რომლის დროსაც შესაძლოა მოხდეს გულის კუნთის მცირე ან დიდი უბნის კვდომა. დაზიანება გამოწვეულია კორონარული (გულის მკვებავი) არტერიების მიერ სისხლის მიწოდების დარღვევით. შედეგად, ვითარდება მთელი რიგი ორგანული თუ ფუნქციური ცვლილებები. ორგანულ მიზეზებს ძირითადად განეკუთვნება კორონარული არტერიების ათეროსკლეროზული დაავადება, ხოლო ფუნქციურ ცვლილებებს – კორონარული სისხლძარღვების სპაზმი და შიდასისხლძარღვოვანი თრომბოზი.

გულის იშემიური დაავადება ვითარდება ჟანგბადის მიწოდებასა და მოხმარებას შორის ბალანსის დარღვევით. ათეროსკლეროზული დაავადებით გამოწვეული კორონარული სისხლძარღვების შევიწროების შედეგად ხდება გულისკენ სისხლის მიწოდების შემცირება, რის შედეგადაც, სისხლის ნაკადის სიჩქარე მცირდება, სისხლი ბლანტდება, იმატებს თრომბოციტების აგრეგაცია და არსებობს თრომბის წარმოქმნის საშიშროება.

გულის იშემიური დაავადების განვითარების რისფაქტორებს წარმოადგენს: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, დისლიპიდემია, ჭარბი წონა, ადინამია, არაჯანსაღი ცხოვრების წესი (თამბაქო, ალკოჰოლი, მარილიანი საკვები), ოჯახური ანამნეზი და ასაკი.

იშემიის პირველი ნიშნები, რომლებსაც ადამიანები ხშირად არ ანიჭებენ მნიშვნელობას გახლავთ: გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებები, ჩხვლეტა და დისკომფორტი. როდესაც დაავადება პროგრესირებს, იშემიის სიმპტომები იზრდება: ჩნდება დაღლილობა, ჰაერის უკმარისობა, ძლიერი ოფლიანობა, თავბრუსხვევა და სისუსტე. ამასთან, კორონარული არტერიის დაავადებისთვის დამახასიათებელია ხშირი გულისცემა, არითმია, გულის გაჩერების შეგრძნება.

გულსისხლძარღვოვანი დაავადებების პირველადი და მეორეული პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ასევე გულზე ქირურგიული ჩარევების შემდეგ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრეპარატი არის აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი). პრეპარატი ამცირებს სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის და შესაბამისად, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის განვითარების რისკს თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის ხარჯზე.

აცეტილსალიცილის მჟავას ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანება. კლინიკური ფარმაკოლოგიისა და თერაპიის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული 22 კლინიკური კვლევის მეტაანალიზის საფუძველზე (95,000 პაციენტში 6 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევები) დადასტურებულია აცეტილსალიცილის მჟავას და მაგნიუმის ჰიდროქსიდის კომბინაციის სამმაგი უსაფრთხოება აცეტილსალიცილის მჟავას მონოთერაპიასთან შედარებით (კუჭის წყლულის, გასტრიტისა და დუოდენიტების განვითარების მიხედვით).

კარდიოასმაგნე არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას და მაგნიუმის ჰიდროქსიდს. მაგნიუმის ჰიდროქსიდი მნიშველოვნად ამცირებს აცეტილსალიცილის მჟავას მავნე ზემოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანზე, წყლულის წარმოქმნის თვალსაზრისით.

კარდიოასმაგნე დამზადებულია უმაღლესი ხარისხის გერმანული ნედლეულით GM PHARMA-ს GMP სერტიფიცირებულ საწარმოში, გამოშვების ფორმები: 75 მგ/15.2 მგ #100 გულის ფორმის ტაბლეტები; 150მგ/30,39 მგ #100 ოვალური ტაბლეტები გამყოფი ხაზით.

კარდიოასმაგნე გაიცემა ურეცეპტოდ. პრეპარატი მიიღება 1 ტაბლეტი დღეში, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფაც.

GM PHARMA-ს კარდიოლოგიური მიმართულების ზოგიერთი მედიკამენტის შეძენის შემთხვევაში ისარგებლეთ განსაკუთრებული ფასდაკლებით პრეპარატ კარდიოასმაგნეს გამოშვების ორივე ფორმაზე.

კარდიოასმაგნე - გაუხანგრძლივე დრო გულს!

(R)

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს