ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ სამი დეპუტატის სათქმელი, რის გამოც მათ „ქართული ოცნება“ დატოვეს, საგარეო პოლიტიკას უკავშირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ სამი დეპუტატის სათქმელი, რის გამოც მათ „ქართული ოცნება“ დატოვეს, საგარეო პოლიტიკას უკავშირდება.

დავითულიანი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება დეპუტატებმა მიიღეს იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებაში“ ყოფნით გარკვეული კონიუნქტურის გათვალისწინებით, გამოხატვის თავისუფლება ეზღუდებოდათ.

„რა არის ისეთი სათქმელი, ამას ისინი გვეტყვიან, თორემ, მე რასაც მინდა, ყველაფერს ვამბობ. თუ რაიმე სათქმელი დარჩათ, თვითონ იტყვიან. უმრავლესობის სხდომაზე რაზეც არის საუბარი, რისი გატანაც გარეთ გვინდა - გაგვაქვს, რისიც არ გვინდა, შიგნით რჩება. {წავიდნენ} კონკრეტული მიზეზების გამო, რადგან „ქართული ოცნების“ უმრავლესობის შიგნით ყოფნა ზღუდავს გარკვეული კონიუნქტურით მათი გამოხატვის თავისუფლებას. მათ თქვეს, რომ იმ მაღალი რისკების ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში, კონტინენტზე და მსოფლიოში ტრიალებს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან კონიუნქტურით შეზღუდულები არ იყვნენ,“ - განაცხადა დავითულიანმა.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს საგარეო პოლიტიკას, დავითულიანი აცხადებს: „ რა თქმა უნდა, ეს ამას უკავშირდება და ამაზე მნიშვნელოვანი ახლა არაფერი ხდება“.

კითხვაზე, პარტიული „ჩატიც“ დატოვეს თუ არა, დავითულიანი აცხადებს, რომ ჯერ არ იცის.

„სხვათა შორის, არ ჩამიხედავს. ბევრ „ჩატში“ ვარ და არ შემიხედავს, რომელში რა მოხდა,“ - განაცხადა დავითულიანმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება