ესპანეთის პრემიერი - ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია რუსეთს მოკავშირეებისთვის მთავარ საფრთხეს უწოდებს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მადრიდის ნატო-ს სამიტის მე-2 დღის დაწყებამდე განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნატო-ს ურთიერთობა რუსეთთან, პარტნიორობიდან მათ მთავარ საფრთხედ იქცა.

„თუ ჩვენ გადავხედავთ 2010 წელს, ნატო-ს ბოლო ათწლეულის სტრატეგიული კონცეფცია ლისაბონში დამტკიცდა. მათ რუსეთს სტრატეგიული პარტნიორი უწოდეს. ახლა კი პირიქით, მადრიდში, ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია რუსეთს მოკავშირეებისთვის მთავარ საფრთხეს უწოდებს“, - განაცხადა სანჩესმა.

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ 2010 წლის ნატო-ს სამიტზე ლისაბონში, რუსეთი შეხვედრებში მონაწილეობდა.

„ახლა ეს ასე არ იქნება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ მადრიდში ნატო-ს ქვეყნების ლიდერები შეთანხმდებიან, რომ რუსეთი ნატო-ს უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის და ეს ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზეც აისახება.

„სტრატეგიული კონცეფცია ასევე ასახავს ახალ რეალობას“, - დასძინა სტოლტენბერგმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს