„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებსა და ევროპარლამენტარ ბარტ გრუტს შორის კიბერუსაფრთხოებისა და რუსული პროპაგანდის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებსა და ევროპარლამენტარ ბარტ გრუტს შორის კიბერუსაფრთხოებისა და რუსული პროპაგანდის საკითხზე შეხვედრა გაიმართა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები ბრიუსელში შეხვედრებს აგრძელებენ. ევროპარლამენტის წევრს, ბარტ გრუტს გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე შეხვდნენ.

პარტიის ცნობით, შეხვედრის ძირითადი თემა შეეხებოდა კიბერუსაფრთხოებას, რუსულ პროპაგანდას და რუსული პროპაგანდის გავლენებს საქართველოსა და რეგიონში. შეხვედრაზე “სტრატეგია აღმაშენებელმა” დააყენა საკითხი, რომ აუცილებელია ევროპარლამენტის უსაფრთხოების კომიტეტის და ქვეკომიტეტების ჩართულობა გაიზარდოს საქართველოსთან მიმართებით.

“შევხვდით ევროპარლამენტის წევრს, ბარტ გრუტისს. შეხვედრის ძირითადი თემა იყო კიბერუსაფრთხოება, რუსული პროპაგანდა და რუსული პროპაგანდის გავლენები საქართველოსა და რეგიონში. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა უნდა დავუპირისპიროთ ამ ჰიბრიდულ ომს, რუსულ პროპაგანდას და რა ნაბიჯებია გადასადგმელი. ჩვენი მხრიდან დავაყენეთ საკითხი, რომ აუცილებელია ევროპარლამენტის უსაფრთხოების კომიტეტის და ქვეკომიტეტების ჩართულობა გაიზარდოს საქართველოსთან მიმართებით, რომ უფრო ეფექტური რეაგირება მოვახდინოთ”, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა