ბორის ჯონსონი - ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, რომ უკრაინაში უკანონო შეჭრის შედეგად ნაკლებ ნატო-ს მიიღებდა, ის მეტ ნატო-ს მიიღებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს იმედი ჰქონდა, რომ უკრაინაში შეჭრით ნატო-ს გაფართოებას ხელს შეუშლიდა, თუმცა ეს სრულიად არასწორი აღმოჩნდა.

„დღევანდელი დღის პირველი გაკვეთილი ის არის, რომ თუ ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, რომ უკრაინაში მისი უკანონო შეჭრის შედეგად ნაკლებ ნატოს მიიღებდა, დადასტურდა, რომ ის სრულიად არასწორია - ის უფრო მეტ ნატო-ს მიიღებს,“ - აღნიშნა ნატო-ს სამიტის წინ ჯონსონმა.

მისი თქმით, მადრიდში მიმდინარე სამიტი ისტორიულია სხვადასხვა თვალსაზრისით.

„ეს არის ისტორიული სამიტი მრავალი თვალსაზრისით, ნატო-ს უერთდება ორი ახალი წევრი, ფინეთი და შვედეთი, რაც ჩვენი ალიანსისთვის წინგადადგმული ნაბიჯია,“ - აღნიშნა ჯონსონმა.

მისი თქმით, სამიტზე განიხილავენ, რა შეიძლება ალიანსმა გააკეთოს უკრაინელების მხარდასაჭერად და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ნატო-მ გადახედოს თავის პოზიციას აღმოსავლეთ ფლანგზე.

„ის, რასაც ახლა ვაპირებთ, არის საუბარი იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორც ალიანსმა უკრაინელების მხარდასაჭერად, ასევე რა გვჭირდება ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ვფიქრობთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიღებულ გაკვეთილებზე და ასევე საჭიროებაზე, რომ ნატო-მ გადახედოს თავის პოზიციას აღმოსავლეთ ფლანგზე“, - აღნიშნა ჯონსონმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას