ევროპის უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის უნივერსიტეტი პირველი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, სადაც Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა.

მათივე ცნობით, საზეიმო გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო.

ნუნუ მიცკევიჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ახალი საგრანტო ოფისი მკვლევრებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, სამეცნიერო მიმართულებით ყველა იმ პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართული, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით განხორციელდება და ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით ისარგებლონ, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.

საგრანტო ოფისის ფუნქცია კონკურენტუნარიანი საპროექტო განცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება იქნება, რაც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა წარმატებულ მონაწილეობას ხელს შეუწყობს.

„საზეიმო გახსნის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ტალიაშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანმა, ევროპის უნივერსიტეტში საგრანტო ოფისის კოორდინატორმა ეკა კოხრეიძემ, უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს.

2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა, მარია გაბრიელმა მოაწერეს. სწორედ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე დაფუძნდა საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი.

Horizon Europe-ის საგრანტო ოფისები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უკვე გაიხსნა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ევროპის უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის უნივერსიტეტი პირველი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, სადაც Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა.

მათივე ცნობით, საზეიმო გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო.

ნუნუ მიცკევიჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ახალი საგრანტო ოფისი მკვლევრებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, სამეცნიერო მიმართულებით ყველა იმ პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართული, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით განხორციელდება და ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით ისარგებლონ, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.

საგრანტო ოფისის ფუნქცია კონკურენტუნარიანი საპროექტო განცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება იქნება, რაც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა წარმატებულ მონაწილეობას ხელს შეუწყობს.

„საზეიმო გახსნის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ტალიაშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანმა, ევროპის უნივერსიტეტში საგრანტო ოფისის კოორდინატორმა ეკა კოხრეიძემ, უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს.

2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა, მარია გაბრიელმა მოაწერეს. სწორედ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე დაფუძნდა საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი.

Horizon Europe-ის საგრანტო ოფისები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უკვე გაიხსნა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა