აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 70-მდე სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში გაემგზავრა

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 70 სტუდენტი გერმანიაში გაემგზავრა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სტუდენტები 3 თვის განმავლობაში ტურიზმის სფეროში სასწავლო პრაქტიკას გაივლიან.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა და პროგრამის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

,,მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები თეორიულ ცოდნასთან ერთად, გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს საზღვარგარეთ, რაც მათ მომავალში წარმატებით დასაქმების საშუალებას მისცემს. დღეს, როგორც მთავრობის, ისე ყველა მოქალაქის მთავარი ამოცანაა გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზას ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად აუცილებლად წარმატებით გავივლით”, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტებთან შეხვედრისას.

ცნობისთვის, საერთაშორისო პრაქტიკა გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამული დაფინანსების საფუძველზე ხორციელდება. 2013 წლიდან საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში ბსუ-ს 700 -ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, 2022 წელს, ბათუმის საზღვაო აკადემიის 10 სტუდენტი სწავლას ფლენსბურგის უნივერსიტეტში გააგრძელებს.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სტუდენტთა დახმარების და სტუდენტთა საზღვარგარეთ სწავლის პროგრამებით 2018-2022 წლებში სწავლა დაუფინანსდა 5000-ზე მეტ სტუდენტს.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე