კახა ოქრიაშვილი - „ყაველაშვილის ტრიო“ მომავალში მრავალი პოლიტიკური ტრიუკისთვის იქნება გამოყენებული

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

28 ივნისს, ივანიშვილმა გამოყო ქართველი ხალხის დასავლური მისწრაფებების მაგინებელი „ყაველაშვილის ტრიო“. მათი პირველივე განცხადებები, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს 6 თვეშიც არ მიანიჭებენ და თურმე, ვიღაც ითხოვს საქართველოსგან ომში ჩართვას, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილი ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმების 12 პუნქტიდან არცერთის შესრულებას არ აპირებს. მას გეზი რუსეთისკენ უჭირავს და ერთადერთი, ვისაც ომი აწყობს საქართველოში, არის სწორედ ივანიშვილი, რათა შეინარჩუნოს ხელისუფლება და სიმდიდრე.

ეს არის მორიგი თაღლითური ტრიუკი, როგორც თვითონ უყვარს ხოლმე თქმა, მაგრამ ტრიუკები მოუძველდა.

არც ისე რთულია გამოცნობა, რომ „ყაველაშვილის ტრიო“ მომავალში მრავალი პოლიტიკური ტრიუკისთვის იქნება გამოყენებული: 1. „ოცნების“ უმრავლესობის მართული დაშლა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, 30 მაჟორიტარი დეპუტატის შენარჩუნებით, ანუ არსებული საარჩევნო სისტემით. 2. ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი 12-პუნქტიანი რეფორმების ჩაგდება/არმიღება.

მხოლოდ რუსეთს სურს ომი საქართველოში და ოლიგარქი ივანიშვილი მისი დირექტივებით მოქმედებს. ქართველმა ხალხმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ უნდა გამოვიჩინოთ სიბრძნე, მოთმინება, სიმშვიდე და არანაირი ომი საქართველოში არ იქნება!

3 ივლისს, რუსთაველზე, ვაჩვენოთ ხალხის კონსტრუქციული, მშვიდობიანი ძალა დესტრუქციულ ოლიგარქს! - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს