ბადრი ჯაფარიძე ყვარელში მომხდარ ინციდენტზე - ეროვნული თანხმობის იდეის სანაცვლოდ „ქართული ოცნება" დაპირისპირებას, აგრესიას, თავდასხმას გვთავაზობს

პარტია „ლელოს"ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრისთვის ხელის შეშლას მიზანმიმართულად, შეურაცხმყოფელი შეძახილებით „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ცდილობდნენ.

ჯაფარიძს თქმით, მათი ვინაობა ცნობილია - ისინი საჯარო მოხელეები და პოლიციელები არიან და მათი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია.

ჯაფარიძის განცხადებით, „ლელო“ კანონით გათვალისწინებულ ყველა ნაბიჯს გადადგამს.

„ყვარლის მოსახლეობასთან შეხვედრა გვქონდა იმისათვის, რომ ეროვნული თანხმობის იდეა, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების გზები გაგვეცნო და ჩვენ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფი დაგვხვდა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ შეხვედრისთვის მიზანმიმართულად, შეურაცხმყოფელი შეძახილებით ხელი შეეშალა. ყველანი არიან იდენტიფიცირებულები. ესენი არიან საჯარო სამსახურის თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ შტაბის აქტიური წევრები. სამწუხაროდ, ასევე ამ ჯგუფში იმყოფებოდა ყვარლის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე და ის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, იმიტომ, რომ ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას ხელი შეუშალეს,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ეროვნულ თანხმობაზე შეთავაზებას თავდასხმით, აგრესიით და სამოქალაქო დაპირისპირების შექმნის მცდელობით პასუხობს.

„ეროვნული თანხმობის იდეის სანაცვლოდ "ქართული ოცნება" დაპირისპირებას, აგრესიას, თავდასხმას გვთავაზობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, თავი შევიკავეთ, რადგან ეს პროვოკაცია სწორედ იმიტომ იყო ორგანიზებული, რომ ჩვენგან საპასუხო რეაქცია მიეღო, რომ შესაბამისად, ეს მერე კადრებზე აღებეჭდათ და გაევრცელებინათ, თითქოს ეს მოსახლეობასთან დაპირისპირება იყო. ეს არის ქვეყანაში დაპირისპირების გაღრმავების მცდელობა, სამოქალაქო დაპირისპირების შექმნის მცდელობა. ეს იმართება ერთი ცენტრიდან, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია. სხვაგვარად ამის ახსნა შეუძლებელია, იმიტომ, რომ ორგანიზებულად ყველანი "ქართული ოცნების" შტაბიდან იყვნენ სწორედ იმ ადგილზე მობილიზებული, სადაც ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, 29 ივნისს, სხვადასხვა ქალაქში პროევროპული კამპანიისთვის მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულ ოპოზიციონერებს აგრესიული ჯგუფები დახვდნენ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი