„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება

“ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ ჯოხიანი კანფეტების გამოჩენა საერთაშორისო მეგაშოუ „შარქ თენქში“ მონაწილე გიორგი შეშაბერიძის მხარდაჭერას მოყვა, რომელიც შოუს ერთ-ერთმა „შარქმა“ და „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ 14 წლის დამწყებ ბიზნესმენს გაუწია.

„დორა“ ჯოხიანი კანფეტების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც გიორგი შეშაბერიძემ 9 წლის ასაკში, 2017 წელს დააფუძნა. „დორა“ ამჟამად, რამოდენიმე ათეულ მაღაზიას ამარაგებს და 4 სადისტრიბუციო კომპანიასთან თანამშრომლობს.

მაისის თვიდან კი „დორა“-ს პროდუქცია „დანკინისა“ და „ვენდის“ ამერიკულ რესტორნებშიც იყიდება თითქმის უკვე ყველა ობიექტზე მთელი საქართველოს მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ „დორა“-ს დებიუტი „დანკინისა“ და „ვენდის“ რესტორნებში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რაზეც მზარდი გაყიდვები მეტყველებს.

„ეს საქმე ნული გამოცდილებით დავიწყე, „შარქ თენქში“ მონაწილეობა იმიტომაც გადავწყვიტე, რომ შემეძინა ახალი გამოცდილება და მემუშავა ისეთ პროფესიონალებთან ერთად, როგორებიც „შარქები“ არიან. ჩემი მოლოდინი იყო, რომ ერთ-ერთი მაინც გამოყვებოდა ჩემს ბიზნეს შეთავაზებას, მაგრამ მომხდარმა მოლოდინს გადააჭარბა – ხუთივე შარქი გამომყვა და 150,000-ლარიანი ინვესტიცია მოვიზიდე. „ვენდისა“ და „დანკინში“ „დორას“ გამოჩენა კი კომპანიისთვის ახალი უნიკალური შესაძლებლობაა და მეამაყება, რომ ლეგენდარულ ამერიკული ბრენდების რესტორნებში ქართული ჯოხიანი კამფეტები უკვე წარმატებით იყიდება. ეს ჩემი ბიზნესის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას ნიშნავს და ძალიან მადლობელი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. ჩემი იდეის კონკურენტული უპირატესობა არის ის, რომ ნებისმიერი სირთულის კამფეტს ვაწარმოებთ, მაგალითად: ფოტო კანფეტი, გამომშრალი ხილით ღვინის კამფეტი, კანფეტი ჟელიბონით და ა.შ.

„დანკინისა“ და „ვენდის“ კორპორაციული ფერებიც კი გავითვალისწინეთ“,- აცხადებს „დორას“ დამფუძნებელი გიორგი შეშაბერიძე.

საერთაშორისო მეგაშოუ „შარქ თენქის“ გამოჩენით, 2021 წელს, ქართულ ბიზნეს-ეკოსისტემაში ახალი ერა დაიწყო. სატელევიზიო გადაცემა, ერთის მხრივ, პერსპექტიული ბიზნესიდეების აღმოჩენასა და განვითარებას ემსახურება, მეორეს მხრივ კი, მაყურებელს საკუთარი შესაძლებლობების გადააზრებაში ეხმარება და საკუთარი საოცნებო საქმის დაწყებისკენ უბიძგებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

რუსუდან კბილაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სამსახუის ხელმძღვანელი

ვისოლ ჯგუფი

ტელ: (995 32) 915 315/250 / ფაქსი: (995 32) 915 615 / მობ: (995 99) 320412/Email: pr@wissol.ge

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით