კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, გორში 2 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

კორონავირუსული ინფექციის დადასტურების გამო, გორში 2 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.

მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, მე-15 საბავშვო ბაღში კოვიდ-19 ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა, გეგმური ტესტირებისას, ერთი შემთხვევა გამოვლინდა მე-14 ბაღში.

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ფაქტობრივად, გასამმაგდა ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების დღიური რაოდენობა.

,,ბოლო სამი დღის განმავლობაში, საკმაოდ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა. ფაქტობრივად, გასამმაგებულია. 5 ერთეული შემთხვევა გამოვლინდა გორის ორ საბავშვო ბაღში, ერთგან ინფიცირების 4 ფაქტი დადასტურდა, მეორე ბაღში კი -1 შემთხვევა. ბუნებრივია, ორივე საბავშვო ბაღს მიეცა ფუნქციონირების დროებით შეჩერების რეკომენდაცია.

შემთხვევათა მატების ფონზე, მოვუწოდებ მოქალაქეებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში, დაიცვან მოქმედი რეკომენდაცია და ატარონ პირბადე, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ პირს აღენიშნება რესპირატორული სიმპტომები, დარჩეს სახლში და მოერიდოს ხალხთან კონტაქტს“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი