სტუდენტების განცხადებით, რომლებიც 3 ივლისის აქციის ფლაერებს არიგებდნენ, "ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

სტუდენტების განცხადებით, რომლებიც 3 ივლისს დაგეგმილი აქციის -"შინ ევროპისთვის" ფლაერებს თსუ-ს მაღლივ კორპუსში არიგებდნენ, "ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სტუდენტების განცხადებით, მათ აქციასა და ქვეყნის პროდასავლურობაზე საინფორმაციო ტიპის შეხვედრა უნდა ჩაეტარებინათ და შეხვედრის ფარგლებში სპეციალურ ბროშურებს არიგებდნენ.

მათივე განმარტებით, ადგილზე მივიდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყეს და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. დაპირისპირება სტუდენტებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

„ადგილზე მოიყვანეს „ქართული ოცნების“ „ზონდერები“. აქვე არის ისნის გამგეობის წევრი, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელია. მოვიდნენ, დაიწყეს გინება, ფიზიკური დაპირისპირება. სპორტსმენი ხალხი ჰყავთ მოყვანილი და მათ აცემინეს სტუდენტები. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სხვა არაფერი დარჩენია, გადავიდა სტუდენტების ცემაზე“, - აცხადებს „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენელი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში