აჭარის უმაღლეს საბჭოში ტურიზმის დეპარტამენტის ანგარიში მოისმინეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, უწყების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გამოსვლისას თინათინ ზოიძემ რეგიონში ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე, ვიზიტორების ზრდის ტენდენციებზე, რეგიონის პოპულარიზაციის, სერვისის გაუმჯობესებისა და მთის ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„2022 წ. I კვ. მონაცემებით, აჭარაში ტურიზმის მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით, 68.8%-ითაა აღდგენილი, რაც უცხოელი ვიზიტორების მიერ რეგიონში განხორციელებულ 57 700 ვიზიტს გულისხმობს. მაისის თვეში კი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები 2019 წელთან შედარებით 86.6 %-ით (266 558 ვიზიტი) არის აღდგენილი.

დადებითი დინამიკა შიდა ტურიზმის აღდგენის კუთხითაც ფიქსირდება. კერძოდ, 2022 წ. I კვ. მონაცემებით, აჭარაში განხორციელებული შიდა ვიზიტების რაოდენობა ჯამში 368 400 ვიზიტს შეადგენდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 94.6%-ით აღდგენას გულისხმობს.

მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ფრენების აღდგენა და ახალი მიმართულებების დამატება აქტიურად ხდება. ივლისში ბათუმის აეროპორტში 370 საერთაშორისო რეისი 12 ქვეყნიდან განხორციელდება. პირველი კვარტლის მონაცემებით, აეროპორტში 2019 წელთან შედარებით +30% მატება ფიქსირდება. 2022 წლის ივნისში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 20-ზე მეტი ავიაკომპანიის მიერ 300-მდე საერთაშორისო რეისი 12 ქვეყნიდან ხორციელდება. წელს, რეგიონში 5 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა: Airbaltic (რიგა-ბათუმი (ლატვია)), Flydeal (რიადი, ჯედა - ბათუმი (საუდის არაბეთი)), Jordan Aviation (ამანი - ბათუმი (იოარდანია)), Aseman (თეირანი - ბათუმი (ირანი)) და Uzbekistan Airways (ტაშკენტი - ბათუმი (უზბეკეთი)).

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით რეგიონში ტურისტული პროდუქტების დივერსიფიცირების, განვითარების და ტურისტულ მარშრუტებზე წარმატებით მუშაობს.

ქობულეთში ისპანის ტორფნარებზე გარემოსთან ადაპტირებული ტურისტული ბილიკებისა და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი უკვე გამოცხადდა. სახალვაშოში დაგეგმილია ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმის განახლება და საერთაშორისო ფესტივალისთვის მომზადება. სოფელ ჩაქვისთავში სადამკვირვებლო პლატფორმა განახლდა, საპიკნიკე სივრცე და საქანელები მოეწყო.

ხელვაჩაურში მირვეთის ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს. სოფელ კაპნისთავში ახალი კანიონგის - კასკადოვან ჩანჩქერებზე დაშვების ექსტრემალური ტურისტული პროდუქტი შეიქმნა, დაშვების ლოკაციები მოეწყო. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, მაჭახელაში ეთნოსოფლის პროექტის ფარგლებში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

ქედაში, ზედა მახუნცეთში და ხარისსაწოლის იალებზე ახალი საპიკნიკე ტერიტორიები დაემატება. დანდალოს ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკიც მოეწყობა და ჩანჩქერი ტურისტულ მარშრუტში შევა. წელს კავიანის 6 კილომეტრიანი სამთო ველობილიკიც გაიხსნება.

შუახევში წელს ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები გაიხსნება და ვიზიტორებს მიიღებს, სადაც საშხაპეები, საკოცონე და ღამისთვის სივრცეებიც მოწყობილია. სამინისტროს ჭვანას ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის გამოყოფილი 10 მლნ ლარი აქვს. ასევე, ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის მოწყობისთვის დაახლოებით, 10 მლნ ლარი დაიხარჯება.

ხულოში, ხიხანის ციხეზე მისასვლელი ბილიკის მშენებლობა წელს იწყება - ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ღორჯომში საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. უჩხოს ხეობაში კანიონინგი ვითარდება. მიმდინარე წელს კანიონინგთან მისასვლელი ბილიკები გაიჭრა და კეთილმოეწყო, კანიონერები გადამზადდნენ და სპეციალური ფორმებით აღიჭურვნენ.

აჭარის კულინარიულ გზამკვლევში 110-ზე მეტი აჭარული კერძის რეცეპტი განთავსდა. წიგნში ნაკლებცნობილი და მივიწყებული აჭარული კერძების, დესერტებისა და წასახემსებლების რეცეპტები, ფოტოები და კერძთან დაკავშირებული ტრადიციებია განთავსებული.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, პრეს-ინფოტურების ორგანიზებასა და სამიზნე ქვეყნებში სარეკლამო კამპანიებს აქტიურად აგრძელებს.

წელს, ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations ბათუმი ევროპის საუკეთესო ჩამალულ მარგალიტად დაასახელა და ევროპულ მიმართულებებს შორის პირველი ადგილი მიანიჭა. ბათუმი, როგორც ევროპის ფარული მარგალიტი, წამყვანი მედიაგამოცემების ყურადღების ქვეშ მოექცა: Euronews, Forbes USA, Conde Nast Traveller, Sapo Brasil, Viaggi Corriere, Yahoo France, Ouest France.

საერთაშორისო და შიდა მედიაში აჭარის შესახებ სტატიების, რეპორტაჟებისა და გადაცემების მომზადების მიზნით, ასევე რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარას მედიისა და ტურისტული კომპანიების 259 წარმომადგენელი სტუმრობდა (86 ჟურნალისტი და 173 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი).

აჭარის პოპულარიზაციის მიზნით, რეგიონის ტურისტული პროდუქტები 13 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და კულინარიულ ფესტივალზე იყო წარდგენილი. რეგიონის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებაზე, სტატიები გამოქვეყნდა ჟურნალებში: National Geographic Traveler, Travel Poland, Homeland of Wine, National Geographic Traveller Food და National Geographic Traveller.

აჭარაში ტურისტების მოზიდვის მიზნით ბალტიისპირეთის ქვეყნებში ონლაინ მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს, რასაც 80-ზე მეტი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელთან პრეზენტაციები და შეხვედრები წინ უსწრებდა.

სერვისის დონე აჭარის რეგიონში ჯერ კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რომელზეც ტურიზმის დეპარტამენტი მუშაობას აქტიურად აგრძელებს. საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები, მასტერკლასები და პრაქტიკული მეცადინეობები სექტორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლისთვის, მათ შორის გიდებისთვის, სააგენტოებისთვის, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის, მუდმივად იგეგმება. სერვისის გაუმჯობესების მიზნით, აჭარაში წლიურად ტურისტული სექტორის 1000-მდე წარმომადგენლის გადამზადება ხდება.

სერვისის განვითარების ხელშეწყობისთვის ონლაინ პორტალი serviceajara.ge შეიქმნა, რომელზე ტურიზმის დეპარტამენტის ტრენინგების კალენდარი, ვიდეოგაკვეთილები, სახელმძღვანელოები არის განთავსებული, რომლის მეშვეობითაც პორტალზე რეგისტრირებულ სექტორის წარმომადგენლებს სერვისის გაუმჯობესების კუთხით რეგიონში დაგეგმილ ღონისძიებებზე, ტრენინგებსა და მასტერკლასებზე მუდმივად აქვთ წვდომა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს