ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დაავალა, რომ არ დაისაჯოს სიკვდილით ორი ბრიტანელი, რომლებიც რუსულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) რუსეთს დაავალა, რომ არ დაისაჯოს სიკვდილით ორი ბრიტანელი, რომლებიც რუსულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ რუსეთმა „უნდა უზრუნველყოს, რომ მათზე დაკისრებული სიკვდილით დასჯა არ განხორციელდეს, უზრუნველყოფილი იყოს მათი პატიმრობის შესაბამისი პირობები და მოამარაგონ ისინი ყველანაირი საჭირო სამედიცინო დახმარებითა და მედიკამენტებით“.
შეგახსენებთ, თვის დასაწყისში რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლომ ბრიტანეთის ორ და მაროკოს ერთ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა შეუფარდა.